სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელოვნების უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს

ამერიკის ტერიტორიაზე ამავე ქვეყნის, ხელოვნების უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს. ძვალზე გამოსახული მამაონტი 13 ათასი წლის წინ შეიქმნა.

ძვალი, რომელზეც ცხოველია გამოსახული, მოყვარულმა არქეოლოგმა, ჯეიმს კენედიმ იპოვნა 2006-2007 წლებში, როცა არქეოლოგიურ გათხრებს ფლორიდაში, ვერო ბიჩის ტერიტორიაზე აწარმოებდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში, აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს უძველესი ადამიანებისა და ცხოველების ძვლები. 2009 წელს კი კენედიმ, არტეფაქტი გაიხენა, და მისი მტვრისგან გასუფთავების დროს, გამოსახულებას წააწყდა. ამის შემდეგ, სწავლულებს მიაკითხა.

მეცნიერებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ გამოსახულება უძველესი დროის იყო. აღმოჩენაზე მხატვრები, ანთროპოლოგები, პალეონტოლოგები და მეცნიერები მუშაობდნენ. სწავლულებმა ოპტიკური და ელექტრონული მიკროსკოპები გამოიყენეს, ამის საშუალებით ძვლის ელემენტების შემადგენლობა გამოიკვლიეს. მათ დაასკვნეს, რომ გამოსახულება და ნამუშევრის დაუმუშავებელი ზედაპირი ერთსა და იმავე პერიოდს ეკუთვნის. ამასთანავე, მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გამოსახულება მეტალის იარაღის დაუხმარებლად არის შექმნილი. სწორედ ეს ფაქტი ამტკიცებს მის სძველის ხარისხსს.

გამოკვლევების შედეგები რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. თავად გამოსახულება, ახლა ფლორიდის მუზეუმშია გამოფენილი. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე, ცხოველების უძველესი გამოსახულება 4 ათასი წლით თარიღდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100