პიკასოს სამი ნამუშევარი 67 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა

„Christie's“ აუქციონზე, რომელიც ლონდონში ჩატარდა, ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს სამი ნამუშევარი 67 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

„მძინარე გოგონა“, რომელზეც მხატვარმა თავისი თანამგზავრი და მოდელი , მარია-ტერეზა ვოლტერი გამოსახა, 21,7 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასდა.

2010 წელს უცნობმა კოლექციონერმა, პიკასოს „მძინარე გოგონა“, რომელიც 1935 წლით თარიღდება, სიდნეის უნივერსიტეტს აჩუქა, გარკვეული პირობების გათვალისწინებით. ნამუშევარი აუქციონზე უნდა გაეტანათ და შემოსული თანხა, უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობას უნდა მოხმარებოდა. შედევრი 1939 წლის შემდეგ არსად გამოჩენილა.

28,9 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა, „ქალი ცისფერ კაბაში“, რომელზეც მხატვრის სხვა თანამგზავრი, ფრანგი მხატვარი და ფოტოგრაფი, დორა მაარი არის გამოსახული.

პიკასოს კიდევ ერთი ნამუშევარი, „ფრანსუაზის ბიუსტი“ - ფრანგი მხატვრის, ფრანსუაზ ჟილოს გამოსახულებით, რომელიც პიკასოს საყვარელი იყო 1944-1953 წლებში, 17 მილიონ ამერიკულ დოლარად შეაფასეს.

რაც შეეხება აუქციონის სხვა ექსპონატებს, მათ შორის იყო: პოლ გოგენის “დოლინა“ (19 მილიონი დოლარი), პიერ-ოგუსტ რენუარის „შიშველი მწოლიარე“ (8 მილიონი ამერიკული დოლარი) და რენე მაგრიტას, „ხსოვნა მოგზაურობაზე“ (8 მილიონი ამერიკული დოლარი).

21 ივნისს შემდგარ აუქცინზე, რომლის ექსპონატები იმპრესიონიზმსა და თანამედროვე ხელოვნებას ეკუთვნოდა, გაყიდული ნამუშევრების საშუალების შესულმა საერთო თანხამ 227 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

2010 წელს ნამუშევარმა, „შიშველი მწვანე ფოთლების ფონზე“, რომელიც პიკასოს ეკუთვნის და მასზე გამოსახულია მარია-ტერეზა ვოლტერი, აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. იგი 106,5 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

კომენტარი