სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამიანის დაკარგვასა და შენარჩუნებაზე ასე საინტერესოდ ჯერ არავის დაუწერია

,,შენ ადამიანის შენარჩუნება თქვი, თორემ ადამიანის დაკარგვას არაფერი უნდა. მიჩვევაა ყველაფერი – გტკივა, ძალიან გტკივა, ასე, ორი–სამი კვირა, შესაძლოა – ორი–სამი თვე, თუნდაც – რამდენიმე წელი (გააჩნია, როგორ გიყვარს) და მერე ეჩვევი. ჯერ ვიზუალურად შლის დრო, მას, შენი მეხსიერებიდან, მერე ყველაფერი დანარჩენი გავიწყდება, თანმიმდევრულად: მისი ხმა, მისი სურნელი... ბოლოს ისე ხდება, ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ საერთოდ დაგავიწყდა, თითქოს არც არასდროს არსებულა შენს ცხოვრებაში. სულერთი ხდება, რაღაცნაირად. და ამის გაფიქრება არის წითელი ხაზი, რომლის იქითაც ცხოვრება მის გარეშე გრძელდება.

სრულიად სხვა საქმეა შენარჩუნება – საოცარი ნიჭი უნდა და რკინის ნებისყოფა. ალბათ ვინმე სისუსტეშიც კი ჩამოგართმევთ ძვირფასი ადამიანის შენარჩუნებისთვის ბრძოლას, მაგრამ რეალურად, სწორედ ამ ბრძოლაში იჩენს თავს მთელი ადამიანური სიძლიერე. ნუ იქნებით სუსტები, ნუ დაკარგავთ, იმ იმედით, რომ ერთს მეორეთი ჩაანაცვლებთ, რადგან შეძენით, შესაძლოა, ათიც კი შეიძინოთ, ერთის მაგიერ, მაგრამ თითოეული ადამიანი უნიკალურია თავისებურად და თავისი ადგილი აქვს თქვენს ცხოვრებაში და თუ ეს ადგილი გამოთავისუფლდა, ის მხოლოდ მზარდ სიცარიელეს შეუძლია, დაიკაოს, რომელიც დაკარგვიდან დაკარგვამდე ისე გაიზრდება, რომ ერთხელაც, თქვენც გშთანთქავთ, როგორც დამკარგავს, როგორც დაკარგულს.''

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100