სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 ზღაპრული ფილმი სიყვარულზე

Droni.ge კინომოყვარულ მკითხველს საინტერესო ფილმების მორიგ სიას გთავაზობთ.

ამჯერად ფენტეზის ელემენტებით გაჟღენთილ 20 სასიყვარულო ისტორიას შემოგთავაზებთ, რომლებმაც მაყურებლის სიყვარული უკვე დაიმსახურეს.

lake house/სახლი ტბასთან - როდესაც შენი სახლის კართან ჯადოსნური საფოსტო ყუთი დგას, სასწაულები უკვე აღარ უნდა გაგიკვირდეს.

The Age of Adaline/ადელაინის საუკუნე - ფილმი ლამაზმანზე, რომელიც არ ბერდება. უკვე თითქმის 100 წლისაა თუმცა უპრობლემოდ ახერხებს იმ მამაკაცების მოხიბვლას, რომლებიც შვილიშვილებად ერგებიან.

The Time Traveler’s Wife/დროში მოგზაურის ცოლი - ქალს ღრმა ბავშვობიდან უყვარს კაცი, რომელიც დროში მოგზაურობს და ამ სიყვარულის გამო ბევრი სირთულის გადატანა მოუწევს.

Meet Joe Black/გაიცანით ჯო ბლექი - ლეგენდარული ფილმი სიკვდილზე, რომელიც სიმპატიური ბიჭის სხეულში ჩასახლდება, რათა გაიგოს თუ რატომ უყვართ ადამიანებს სიცოცხლე ასე ძალიან.

Just Like Heaven/უბრალოდ სამოთხის მსგავსი - ახალგაზრდა მამაკაცი ქირაობს ბინას, რომელიც წარსულში ლამაზ გოგონას ეკუთვნოდა. არავინ იცის, რატომ მაგრამ ფაქტია გოგონას სული ახალ ბინადარს მოსვენებას არ აძლევს, ეცხადება და აწუხებს.

The Lobster/ლობსტერი - მარტოხელა ადამიანებს საშინელ სასტუმროში აგზავნიან სადაც ისინი ვალდებულნი არიან იპოვონ წყვილი 45 დღეში. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ

Comet/კომეტა - დელის და კიმბერლის სიყვარულის არ სჯერათ, თუმცა მათ ცხოვრებაში ხდება რაღაც მისტიური და მოვლენები აშკარად დიდი სიყვარულისკენ მიდის.

Stardust/ ვარსკვლავური მტვერი - ტრისტან ტორნი სოფლის ყველაზე ლამაზ გოგონას პირობას აძლევს, რომ მოუტანს ციდან ჩამოვარდნილ ვარსკვლავს, რაც ძალიან რთულად შესასრულებელი პირობაა, რადგან ბიჭს ჯადოქრებთან მოუწევს ბრძოლა.

Bu neng shuo de. mi mi/საიდუმლო - ტაივანური ფილმი, რომელშიც კოლეჯის მოსწავლეების სიყვარულის ამბავია ნაამბობი. მიხვდით ალბათ, ძალიან კარგი ნამუშევარი, რომ არ იყოს ტაივანიდან მთელ მსოფლიოს ვერ მოივლიდა.

Ruby Sparks/რუბი სპარკსი - ახალგაზრდა და წარმატებული მწერალი მუზას ეძებს, თუმცა ამაოდ, სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში ჩნდება მისტიური რუბი სპარკსი.

Cinderella/კონკია - დისნეის ლეგენდარული მულტფილმის მორიგი ეკრანიზაცია. რომელიც 2015 წელს გადაიღეს.

Kate & Leopold/ქეითი და ლეო - საოცარი ისტორია კაცზე, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება მომავალში და გაიცნობს საქმიან ქალბატონს სახელად ქეითი. მიხვდით ალბათ წყვილს ერთმანეთი უყვარდება, თუმცა რთულია ერთად ყოფნა, როდესაც სხვადასხვა საუკუნეს ეკუთვნით.

One-Minute Time Machine/ერთწუთიანი დროის მანქანა - მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც შინაარსითა და აღიარებით სრულმეტრაჟიან ნამუშევრებს არ ჩამოუვარდება.

About Time/ბოიფრენდი მომავლიდან - გაიცანი ლამაზი გოგონა, ერთი ნახვით შეგიყვარდა, ის კი გაქრა შენი ცხოვრებიდან. ეს ყველაფერი ტრაგედიაა, მაგრამ თუ შენ ტელეპორტაციის უნარი გაქვს ყველაფრის შეცვლა შეგიძლია.

Midnight in Paris/შუაღამე პარიზში -რომანტიკოსი მწერალი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 1920-იან წლებში უნდა ეცხოვრა, შეყვარებულთან ერთად პარიზში ჩამოდის და წარსულში ხვდება. ის იქ ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს და გერტრუდა სტაინს ხედავს და ხვდება, რომ სწორედ ამ დროებას მიეკუთვნება და იქ სამუდამოდ დარჩენა უნდა.

Seeking a Friend for the End of the World/ვეძებ მეგობარს ქვეყნის დასალიერში -მოახლოებულია ქვეყნიერების დასასრული, დედამიწას უახლოვდება გიგანტური ასტეროიდი, თუმცა ეს არ უშლის ხელს ფილმის გმირებს იმაში, რომ გულის კარი გაუღონ სიყვარულს.

SCOTT PILGRIM VS. THE WORLD/სკოტ პილიგრიმი ყველას წინააღმდეგ - ბიჭმა თავისი ოცნების გოგონა იპოვნა. მაგრამ გოგონასთან შესახვედრად, მან, მის შვიდ ყოფილ შეყვარებულს უნდა აჯობოს

Mr. Nobody/მისტერ არავინ - მთავარი გმირი მოულოდნელად იღვიძებს 2092 წელს და ხედავს, რომ ის 120 წლისაა და ამავე დროს უკანასკნელი მოკვდავია პლანეტაზე, სადაც ბედნიერი უკვდავი ადამიანები ცხოვრობენ.

Enchanted/მოჯადოებული - კეთილი ზღაპარი იმის შესახებ თუ რა შეიძლება მოყვეს ზღაპრის გმირების რეალურ ცხოვრებაში გადმოსვლას.

ასევე იხილეთ: ყველაზე არაპროგნოზირებადი სიუჟეტის მქონე 10 ფილმი

10 ფილმი რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ

10 ფილმი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

15 კეთილი ფილმი, რომელიც ზამთრის ცივ საღამოებს გაგითბობთ

პირველი 5 ფილმი, რომლის ნახვასაც გირჩევთ

მეორე 5 ფილმი რომლის ნახვასაც გირჩევთ

მესამე 5 ფილმი რომლის ნახვასაც გირჩევთ

10 ფილმი მათთვის ვისაც მოსწონს შთამბეჭდავი ფინალი

6 ფილმი, რომლებიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს

15 ულამაზესი მხატვრული ფილმი მოგზაურობაზე, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს პერსონაჟების ცხოვრება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100