2016 წლის 9 ივნისს, 18:00 საათზე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში XI საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დასკვნითი საღამო გაიმართება.

ფესტივალი პროექტის “Check in Georgia” ფარგლებში ტარდება და საინტერესო პროგრამით გამოირჩევა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები: ნონა კორიფაძე - სოპრანო, ეთერ ხალვაში - მეცოსოპრანო, არჩილ გოგიტიძე - ტენორი, ზაზა ხამათაშვილი - ბარიტონი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი,დირიჟორი -დავით მუქერია.
ფესტივალი 6 მაისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნა ჯ. ვერდის ოპერით „დონ კარლოსი“, რომელიც კომპოზიტორის გარდაცვალებდან 115 და ოპერის შექმნიდან 150 წლისთავს მიეძღვნა.
ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კომენტარი