1, 2, 3 და 10 ივლისს „რკინის თეატრში“ გაიმართება პრემიერა!

წარმოდგენილი იქნება დავით ანდღულაძის სპექტაკლი - „ჩიტები“ (ალექსანდრე ქოქრაშვილის „მეზუნია ჩიტების“ მიხედვით).

სპექტაკლში მონაწილეობენ : ნინელი ჭანკვეტაძე, ზურა ყიფშიძე, დავით როინიშვილი, ირაკლი სამუშია, ზაზა თაგოშვილი და ნატო ესაკია.

დასაწყისი 20:00 სთ-ზე!

ბილეთის ფასი: 5,10,15 ლარი

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ „რკინის თეატრის“ სალაროში, რომელიც მდებარეობს ფანჯიკიძის(ბუდაპეშტის) # 1- ში ან დარეკოთ ნომერზე 592120815.

მოქმედებს 50%-იანი სტუდენტური ფასდაკლება.

სპექტაკლის შესახებ: ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა აღმოაჩენ შენი ყოფის აბსურდულობას და, თუ ენერგია შეგრჩება, იწყებ მისი შეცვლისთვის ბრძოლას - ბრძოლას ცხოვრებასთან, საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან.

ნაწარმოები ეგზისტენციალურ ხასითს ატარებს. სპექტაკლის გმირები არც საკუთარ თავთან არიან ჰარმონიაში და არც ბუნებასთან.

სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია - მარტოობა, ადამიანის მარტოობა მის მიმართ მტრულად განწყობილ სამყაროში.

რამდენად მოახერხებენ ცხოვრების შეცვლას სპექტაკლის გმირები, ეს უკვე მათ ნიჭზე, უნარზე და კიდევ ... რაღაცაზეა დამოკიდებული.

სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებათა ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარი