და ვინჩის დაკარგული ნახატი 200 მილიონ ამერიკულ დოლარად შეაფასეს

ლეონარდო და ვინჩის დაკარგულად მიჩნეული ნახატი, „მსოფლიოს გადამრჩენელი“, აღმოჩენილია. ნამუშევრის ორიგინალობა მსოფლიოს უმაღლესი დონის ექსპერტებმა დაადასტურეს, მათ შორის, მუზეუმების, „მეტროპოლიტენისა“ და ლონდონის ნაციონალური გალერეის მეცნიერებმაც.

ნახატი არტ-დილერებს ეკუთვნის, რომლებმაც იგი 2000 წელს შეიძინეს, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ აუქციონზე. როგორც ერთ ერთმა თანამფლობელმა, რობერტ სეიმონმა აღნიშნა, ლეონარდოს ორიგინალი ნამუშევარი მრავალჯერ გადაიხატა და რესტავრირება გაუკეთდა, სწორედ ამიტომ ჰავდა ორიგინალი ნახატი რეპროდუქციას. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ახალი საღებავის გადაცლის შემდეგ, ექსპერტებმა ლეონარდოს მიერ შექმნილი ნახატი სრულად აღადგინეს.

ორი წლის წინ, ნახატი ოთხ უძლიერეს ექსპერტს აჩვენეს. აღნიშნული სპეციალისტებიდან, ერთ-ერთის თქმით, სურათმა ფერი დაკარგა, ამასთანავე, არ არის იდელურ ფორმაში, მაგრამ შთაბეჭდილების მოხდენა შეუდარებლად შეუძლია. ექსპერტებმა ნახატის შეფასებაც კი თქვეს და მის ღირებულებად 200 მილიონი ამერიკული დოლარი დაასახელეს.

ლეონარდომ „მსოფლიოს გადამრჩენელი“ 1506-1513 წლებში შექმნა, საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო მეშვიდესთვის. მეჩვიდმეტე საუკუნეში ნახატის მფლობელები ინგლისელი მეფეები, კარლ პირველი და კარლ მეორე იყვნენ, ამის შემდეგ კი იგი გაქრა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე. აღნიშნულ დროს, ნახატი ბრიტანელმა კოლექციონერმა, ფრენსის კუკმა აღმოაჩინა. 1958 წელს, კუკმა სურათი „Sotheby's“-ის აუქციონზე შეცდომით წარადგინა, როგორც ლეონარდოს მოსწავლის, ლეონარდო ჯოვანი ბოლტრაფიოს ნამუშევარი და იგი მხოლოდ 45 ფუნტად გაიყიდა.

2011 წლის ნოემბერში, „მსოფლიოს გადამრჩენელი“ ლონდონის ნაციონალურ გალერეაში გამოეფინება. გამოფენა 9 ნოემბერს გაიხსნება და 2012 წლის 5 თებერვალს დასრულდება.

კომენტარი