სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროტიკული ვიდეორგოლი მერლინ მონროს მონაწილეობით

ვიდეორგოლს, სადაც მერლინ მონროს ინტიმური კადრებია ასახული, არგენტინაში, აუქციონის საშუალებით გაიყიდიან. ბმულის ხანგრძლივობა შვიდი წუთია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფილმის გამოჩენამ, მონროს კოლექციონერები უაღრესად გაახარა. ცნობილია, რომ ვიდეორგოლი ესპანელი კოლექციონერის საკუთრება იყო,. რომeლმაც ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელისგან შეიძინა. 30 წლის მანძილზე კი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი დაკარგულად ითვლებოდა. ასევე, არსებობს ფილმის ასლი, რომელიც 1997 წელს აღმოაჩინეს. იმ დროისათვის, ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ ვიდეო ბმულში ნამდვილად მონრო იღებდა მონაწილეობას.

აუქციონი მიმდინარე წლის 7 აგვისტოს შედგება, ბუენოს-აირესში. ვიდეოს საწყისი ფასი 500 ათასი ამერიკული დოლარია. ფირის ასლი 2001 წელს 1.2 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა, 2008-ში კი 1950 წელს, კვლავ მონროს მონაწილეობით გადაღებული ეროტიკული ფილმი, ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100