სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქორწინო გამოფენა ბუკინგემში

გასულ შაბათს, ბუკინგემის სასახლეში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ნივთები პრინცი უილიამისა და კეიტ მიდლტონის საქორწილო ცერემონიიდან.

გამოფენის განსაკუთრებული ექსპონატი, რა თქმა უნდა, კემბრიჯის ჰერცოგინიას საქორწინო კაბაა.

ექსპონატებს შორისაა, კეიტის ფეხსაცმელი, პატარძლის ყვავილები და საყურეები, ასევე, ტორტის ზედა სამი ფენა, რომელიც ცვილისგან დაამზადეს. ასევე განცალკევებულ დარბაზში, გამოფენის სტუმრებს ფილმის ყურება შეეძლებათ, სადაც სტუმრები საკუთარ შეხედულებებს ამხელენ.

გამოფენა 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მაგრამ ბილეთები მთლიანად გაყიდულია. სულ 600 ათასი ბილეთი დამზადდა და მათი ღირებულება 17.50 ფუნტს შეადგენდა. ისინი ორ დღეში მთლიანად გაიყიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100