თეზი გაბუნიას „დაასრულე ფერწერა“ არტარეა გალერეაში

თიბისი ბანკის და ტელეკომპანია არტარეას მხარდაჭერით, არტარეას საგამოფენო სივრცეში ახალგაზრდა არტისტების, „თეზი გაბუნია გუნდის“ ინტერაქციული პროექტის „დაასრულე ფერწერა“ პრეზენტაცია გაიმართა.
გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ნამუშევრებში ასახული სიტუაცია გაეცოცხლებინა, თავად განევრცო ის და გამხდარიყო შემოქმედებითი პროცესის ნაწილი. „დაასრულე ფერწერა“ მხატვრობის წარმოების თემას აგრძელებს. პროექტის იდეაა- ხელოვნების ნამუშევარი გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი. პროექტზე თეზი გაბუნიასთან ერთად ახალგაზრდა არტისტები: დათო ცანავა, ოთო შენგელია, დათო კოროშინაძე და გვანცა გაბუნია მუშაობდნენ. „დაასრულე ფერწერა“ არტარეას საგამოფენო სივრცის შემდეგ, 5 მაისს უკვე საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ქოლგის“ ფარგლებში გამოიფინება. თიბისი ბანკისა და თეზი გაბუნიას თანამშრომლობა ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ახალგაზრდა არტისტის ინტერაქციული არტ-პროექტი, „შეყავი თავი გალერეაში“ თიბისი გალერეაში გამოიფინა. მოგვიანებით პროექტი ქვეყნის ფარგლებს გასცდა და ვენის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე (Art Fair) 28 ქვეყნის თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს შორის, ქართულ პავილიონში იყო წარმოდგენილი. პროექტის „შეყავი თავი გალერეაში“ შესახებ მასალა სხვადასხვა პრესტიჟულ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემაში მოხვდა, მათ შორის: ამერიკულ Insider" -ში, "Designboom"-ში, გერმანულ "Berlin ArtParasites"-სა და ფარნგულ "Beaux Arts magazine" -ში.

კომენტარი