„მე ამ ქვეყნიდან მივდივარ იმიტომ, რომ რაღაც ჩამოვიტანო და არა იმიტომ, რომ მეზიზღება ან მეშინია“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ მიხეილ გავაშელთან

მიხეილ გავაშელი ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობია, რომელიც საკმაოდ საინტერესო პროექტებში არის აქტიურად ჩართული. მისი მომხიბვლელი ვიზუალი, არაერთ რეკლამაში გვინახავს. ის გრიბოედოვის თეატრის მსახიობია.

დრონი.ჯი დაინტერესდა ახალგაზრდა მსახიობით და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. მიხეილი გვესაუბრება მოსკოვის ახალ გადაღებებზე, რაც კარიერულ წინსვლას და დიდ მომავალს უქადის.

- საზოგადოებას უკეთ რომ წარვუდგინოთ შენი თავი, გვიამბე შენს შესახებ?

- ჩავაბარე თეატრალურში და საკმაოდ კარგად. მახსოვს 600 ადამიანი აბარებდა, როდესაც დაფა გამოიტანეს, ყველაზე მაღალი ქულა მე მქონდა მთელს ნაკადში და ამან ძალიან გამახარა. პირველ კურსზე წამოვიდა შემოთავაზება სერიალ „ქერჩიდან“ და „ტიფილისიდან“, საიდანაც გადაღებების შემდეგ ისევ დამიკავშირდნენ და უკვე სერიოზული როლი შემომთავაზეს, გამოცდა მქონდა იმდენად სერიოზული, რომ უარის თქმა მომიწია. ამ ამბის შემდეგ დიდხნიანი პაუზა მქონდა, მეგონა აღარაფერი მოხდებოდა, თუმცა შემდეგ თეატრში მსახიობი გახდა ცუდად და მისი როლის მორგება მომიწია, რამაც იქ უკვე სახელი დამიმკვიდრა და წამოვიდა შემოთავაზებები რეკლამებიდან, ფილმებიდან. ნელ-ნელა წინ წავედი .

- შენ საკმაოდ ცნობილი ხარ რეკლამებიდან, ასევე აქტიურად ხარ ჩართული სპექტაკლებში. რა უფრო კომფორტულია შენთვის, კამერის წინ თამაში თუ სცენაზე?

- ჩემთვის კინო არის ის, რაც მეტად დაგაჯერებს. სცენაზე შეიძლება კონცენტრაცია დაკარგო, რადგან ორი საათი გიწევს თამაში, მორჩა, ის უკვე ჩანს და ამ სპექტაკლში მართალი არ იყავი. კინოში შეგიძლია ერთი საათი წაიკითხო მონოლოგი, იყო არაორგანული და ხუთი წუთი ამოგიჭრან საუკეთესო ეპიზოდის. რა თქმა უნდა, კინო უფრო კომფორტულია.

- როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უკრაინაში მიგიწვიეს ფილმის გადაღებაზე, გვესაუბრე ამის შესახებ.

- რვა თვის წინ დავუკავშირდი ქართველ აგენტს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს და საკმაოდ კარგი სახელიც აქვს. პირველივე თვე წარმატებული აღმოჩნდა. დამპატიჟეს სერიალის გადაღებაზე, სადაც მთავრ როლზე დამამტკიცეს და ეს სერიალი გადიოდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ არხზე რუსეთში. რეჟისორი საქართველოში ჩამოვიდა, ჩემს გამო, მიდიოდა სცენარის გადაწერა და წვრილმანები. საბოლოო ჯამში ეს პროექტი ჩაიშალა და ძალიან დიდი ეჭვები გამიჩინა ყველაფერზე, როდესაც ხარ პატარა და მაღალ საფეხურზე ადიხარ, რთულია იმასთან შეგუება, რომ უკან ვარდები. ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ, ბოლო დროს გამოჩნდა სამი ძალიან მაგრი პროექტი, რომელზეც დამამტკიცეს, კარგ რეჟისორთან (ჰოლივუდის რეჟისორი გახლავთ Bikmabetovi ) კარგი ფინანსური დაინტერესებით და ოქტომბერში მივფრინავ.

- შენ შეყვარებული ხარ უკვე წლებია, აპირებ თუ არა დაოჯახებას უახლოეს მომავალში?

- კი, სამი წელია ერთად ვართ, ახლო მომავალში არ ვგევმავ, მაგრამ ყველაფერი კარგად არის. ძალიან უცნაურია, facebooke-ით გავიცანით ერთმანეთი და ისე მოხდა, რომ ხშირად ვლაპარაკობდით. შემდეგ ხან თვითონ ჩამოდიოდა, ხან მე ჩავდიოდი და ერთი წლის თავზე კი საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა.

- არის თუ არა საქართველო ის ქვეყანა, რომელსაც არაფრის გამო არ დატოვებდი?

- ვერ შევძლებ სხვაგან საცხოვრებლად წასვლას, ძალიან გამიჭირდება. საერთოდაც, ასეთი კრედო მაქვს, მე ამ ქვეყნიდან მივდივარ იმიტომ, რომ რაღაც ჩამოვიტანო და არა იმიტომ რომ მეზიზღება ან მეშინია.

- რამდენად ხშირად მიმართავ იმპროვიზაციას ?

- ალბათ სულ. რასაც რეპეტიციაზე აკეთებ, არასდროს გაიმეორებ სპექტაკლში.

- შენი საოცნებო როლი?

- არ მაქვს ასეთი არაფერი. საოცნებო როლია ის როლი, რომლის ბოლომდე მიღებასა და შესისხლხორცებას შეძლებ.

- შენს სამომავლო გეგმებზე რომ გვაიმბო.

- არაფრით ვარ კმაყოფილი არასდროს, არ ვჩერდები და წინ მინდა სიარული. საკუთარი მდგომარეობით არასდროს ვიქნები კმაყოფილი.

კომენტარი