სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მხოლოდ ქართულის“ დასრულების შემდეგ ჩემი ძმა გარდაიცვალა, ამან გამანადგურა, ვცდილობ ძალები მოვიკრიბო“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ვიოლეტა მგალობლიშვილილთან

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საავტორო პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე ვიოლეტა მგალობლიშვილი, ძალიან პოპულარული გახდა ამ პროექტში გამოჩენის დღიდან. მისმა ნამღერმა საზოგადოებაში დადებითი ემოციები აღძრა...

დრონი.ჯი დაუკავშირდა ახალგაზრდა, ნიჭიერ მომღერალს და მასთან ნიტერვიუ ჩაწერა.

- საზოგადოებამ პროექტ „მხოლოდ ქართულიდან“ უკვე გაგიცნო, თუმცა მაინც, ვინ არის ვიოლეტა მგალობლიშვილი?

- ვიოლეტა მგალობლიშვილი არის გოგო, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს მუსიკა, სიახლეები, ინოვაციები , ხალხი. ვიოლეტაა გოგონა, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა თავისი მიზნებისთვის, სურვილებისთვის და კიდევ ბევრი რამ არის წინ განსახორციელებელი...

- „მხოლოდ ქართულის“ შემდეგ ცნობილი გახდი, როგორია შენი დამოკიდებულება პოპულარობასთან?

- პროექტ “მხოლოდ ქართულმა” რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ჩემი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. მომიტანა მაყურებლის სიყვარული, მხარაჭერა... მასწავლა მეტი სითბოს და სიყვარულის გაცემა. ჩემი დამოკიდებულება პოპულარობის მიმართ? ეს ძალიან რთული კითხვაა, რადგან მე ზუსტად ის ვიოლეტა ვარ ჩემი “მე”-თი, როგორიც პროექტამდე ვიყავი. ვცდილობ არ დავკარგო საკუთარი თავი და სიამაყემ, ან ზედმეტმა თავდაჯერებულობამ არ დამჯაბნოს.

- ხარ თუ არა შეყვარებული და როგორი ურთიერთობა გაქვს თაყვანისმცემლებთან, რომლებიც პოპულარობასთან ერთად მოვიდნენ შენს ცხოვრებაში?

- პროექტის შემდგე ჩემს ცხოვრებაში მომრავლდა თაყვანიმცემელთა რაოდენობა,თუმცა სერიოზული ურთიერთობა არავისთან მაქვს ამ ეტაპზე.

- აპირებ თუ არა სამომავლოდ რომელიმე პროექტში ისევ გამოჩენას ან ზოგადად სცენაზე?

- რა თქმა უნდა, სცენასთან ჩემი კავშირი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ პროექტით და მივიღებ თუ არა სხვა პროექტებში მონაწილეობას, ეს ჯერ არვიცი, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

- რთულია მოხვდე პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ათეულში?

- რთულია ზოგადად პროექტის ფორმატი, არის სტრესი და რაც მთავარია, საქართველში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალი, რომელიც მონაწილეობას იღებს “მხოლოდ ქართულში” და კონკურენციის მაღალი დონე უფრო ართულებს ათეულში მოხვედრას, მაგრამ თუ გსურთ მთელი გულით, თუ გინდათ დაუმტკიცოთ საკუთარ თავს თქვენივე შესაძლებლობები, უნდა ცადოთ და იბრძოლოთ !

- შენი აზრით, იმსახურებდი თუ არა მოგებას და დაგწყდა თუ არა გული საზოგადოებაზე, რომლებმაც არ დაგიმესიჯეს?

- ვფიქორობ, რომ თითოეული ჩვენგანი რომელიც მოხვდა ათეულში იმსახურებდა გამარჯვებას, მათ შორის მეც. რაც შეეხება გულდაწყვეტას, როცა მოვდიოდი პროეტში, იმ წამიდან მქონდა გააზრებული, რომ შეიძლებოდა დროზე ადრე დამეტოვებინა “მხოლოდ ქართული” და მზად ვიყავი ყოველი გადაწყვეტილებისთვის, ამიტომ ნაკლები იყო გულისწყვეტა საზოგადოებაზე. მაგრამ ცუდია როცა ვერ ასწრებ ბოლომდე გამოავლინო საკუთარი თავი და დაანახო საზოგადოებას 100%-ით, ის რაც ხარ .

- გიორგი ნარმანიას პროექტიდან სკანდალურმა წასვლამ ყველა აღაშფოთა, შენ რას იტყოდი ამის შესახებ? უსამართლოდ მოექცნენ?

- გიორგი ნარმანიას პროექტიდან წასვლა არა მარტო ჩემთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის იყო აღმაშფოთებელი და სკანდალი რომელიც აგორდა იმაზე, თუ რატომ დაიწერა მან 10ქულა?.. პროექტია და მის ადგილას ბევრი ასე მოიქცეოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ამპარტავანია და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. რაც შეეხება უსამართლობას, საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა რა და როგორ მოხდა.

- რა სამომავლო გეგმები გაქვს?

- მინდა სრულა მუსიკაში ვიყო, რადგან ეს არის ის, რაც მე ბედნიერს მხდის. პროექტის დასრულების შემდეგ ბევრი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო, რის გამოც ისე ვერ გავაგრძელე, როგორც მინდოდა, (მათ შორის ჩემი ძმის გარდაცვალება) რომელმაც სრულიად გამანადგურა!!! ვცდილობ ძალები მოვიკრიბო და პირველ რიგში მისთვის ვიმღერო, რადგან ის ჩემი უდიდესი გულშემატკივარი იყო...

მინდა ბევრი განსხავებული ჟანრი მოვირგო დსაზოგადოებას ბევრი კარგი სიმღერა ვაჩუქო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100