სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პანდემიის პერიოდის ფოტოგრაფია გიორგი ჩოხელის ობიექტივში და ფოტოგრაფის რჩევები წყვილებს, რომლებიც ქორწილს გეგმავენ

ფოტოგრაფი გიორგი ჩოხელი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად გვხვდება როგორც საქორწინო, ასევე მოდის სფეროში... მის ნამუშევრებს დიდი მოწონება აქვს სოციალურ ქსელში და მასზე მოტხოვნაც დიდია. ამჯერად გიორგი დრონი.ჯი-ს სტუმარია და ჩვენთან პანდემიის დროს ფოტოგრაფიაში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს...

- გამარჯობა გიორგი.. პირველ რიგში მინდა გკითხო მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე რამდენად შეეხო ეს ყველაფერი ფოტოგრაფებს და როგორია თქვენი მოლოდინები?

გამარჯობა. მადლობა ინტერვიუსთვის... რაც შეეხება ჩვენს სფეროს, ვფიქრობ, ყველაზე მეტად შეეხო, რადგან პირდაპირ დამოკიდებულია იმ ფოტოგრაფთა ფინანსური მდგომარეობა შექმნილ ვითარებასთან ვინც ქორწილებზე და ამ პერიოდში გაზაფხულის მიწურულს ბანკეტებზე ვმუშაობთ...

- როგორ ფიქრობ როდიდან დაიწყება აქტიური საქორწინო სეზონი? კორონას გამო გადაგედოთ თუ გაგიუქმდათ შეკვეთები?

სიმართლე გითხრათ აპრილის და მაისის თვის შეკვეთები არავის გაუუქმებია ყველამ გადაწია თარიღები და ახლა მაისის ბოლოდან ბევრი გეგმავს ქორწილს... რა თქმა უნდა უფრო მოკრძალებულს და პატარას.. ეპიდემიამდე თუ რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო ახლა მხოლოდ მეჯვარეებით და ოჯახის წევრებით შემოიფარგლებიან რადგან არის როგორც შიშის ფაქტორი, ასევე ის, რომ რესტორნებმა შეიძლება სექტემბრამდე არ დაიწყონ ფუნქციონირება...

- რადგან ქორწილების თემას შევეხეთ და თქვენ აქტიურად მუშაობთ ამ სფეროში გვითხარით რა რჩევებს მისცემდით ამ სიტუაციიდან გამომდინარე წყვილებს?

ცოტა ძნელია ახლა რჩევებზე საუბარი, რადგან არ ვიცით რამდენად მალე და კომპაქტურად შევძლებთ ჩვეულ რითმში ჩადგომას... თუმცა ამ ყველაფერს შეიძლება დადებითი კუთხით შევხედოთ! რესტორნის გარეშე საკმაოდ დიდი დრო რჩება წყვილს ფოტოსესიებისთვის... ამიტომ გულს ნუ გაიტეხენ და უბრალოდ ლამაზად დაგეგმონ ეს დღე.

ზოგადად ვფიქრობ რომ ეს ტრადიციული ქორწილები ნელ-ნელა ისედაც წარსულს ბარდება და გადავდივართ ევროპულ სტილზე. ბედნიერი სამახსოვრო დღისთვის კარგი საქორწილო კაბა, მაკიაჟი, ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფიც საკმარისია, რა თქმა უნდა საუკეთესო მეგობრების მცირე რაოდენობასთან ერთად... დროა ვისწავლოთ საქართველოშიც სწორად გადანაწილება ფინანსების, მითუმეტეს კრიზისულ პერიოდებში....

- მოგვიყევი რამდენად შრომატევადია ქორწილის გადაღება და ფოტოგრაფის როლი ქორწილში...

ვფიქრობ ყველაზე დიდი ორგანიზატორი ხშირად სწორედ ჩვენ ფოტოგრაფები ვართ, რადგან ყველა წყვილი ყოველთვის ჩვენთან ათანხმებს დღის გრაფიკს... ჩვენი რჩევების გათვალისწინებით ხდება, დღის ყველა საათის განსაზღვრა. ხასიათს ყოველთვის უნდა ქმნიდე და იყო დადებითად განწყობილი, რადგან წყვილმა მოახერხოს გახსნა... ყველას არ აქვს კამერასთან მუშაობის გამოცდილება და თავისუფლება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მიუდგები წყვილს... ხშირად, დღის ბოლოს ყველაზე ახლო ადამიანი, სწორედ დღის წყვილი გგონია.... კარგია როდესაც გახარებულ სახეებს და ახლად შექმნილ ოჯახებს უყურებ, ანთებული თვალებით მოსიარულე წყვილებს, სიხარულით ცრემლმორეულ მშობლებს თუ მეგობრებს....

- ბოლოს მინდა გკითხოთ თქვენი გადაღებული კოლაჟის შესახებ, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა. კომენდანტის საათში გადაიღეთ ცარიელი თბილისი და დაწერეთ, რომ "შეუძლებელია არ გიყვარდეს ქალაქი, რომელიც სუნთქავს"...

ძნელად თუ წარმოვიდგენდი თბილისს ასეთ უხმაუროს და ცარიელს... ყოველთვის ხმაურიანი, ძლიერი გულის ცემის გამო მიყვარდა. ახლა კი თითქოს დაისვენა და მშვიდად სუნთქავდა. კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ შევძელი და გადავიღე მისი ცარიელი ქუჩები, რომელიც იმედი მაქვს ასეთი ცარიელი აღარასოდეს იქნება...

კომენტარი