ერთი ლექსით თქმული სათქმელი: „ქართველებს და აფხაზებს დაგვიბრუნე ლხინი...“

ეს ლექსი „ფეისბუქში“ რადიო „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის განახლებად გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც, ბუნებრივია, აფხაზეთის თემატიკას დიდი დრო ეთმობა. როგორც აღწერაშია ნათქვამი, ლექსის ავტორი პატარა ქართველი გოგონაა, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენაზე ოცნებობს და ამ ოცნების ახდენას ღმერთს ევერდება.

გულით დამაქვს სევდა,
ნაღველი და ფიქრი,
სოხუმიდან მიხმობს
თამარ მეფის ხიდი.
დიდი მოწმე ჩვენი
ერთობის და ლხინის,
ღმერთო, დამიბრუნე
აფხაზეთის ხიბლი!
ღმერთო, დამიბრუნე,
ილორი და რიწა,
ღვთისმშობელი ლოცვით
ზეციდან რომ იცავს!
დამაქვს შენზე დარდით
დასეტყვილი გული,
დიოსკურიაა ზღვაში ჩაძირული.
ღმერთო, აღადგინე
ჩატეხილი ხიდი,
ქართველებს და აფხაზებს
დაგვიბრუნე ლხინი.

ვერიკო ქადარია

კომენტარი