კანის ფესტივალის სახედ ქცეული მონრო

კანის საიუბილეო ფესტივალის სახე მეოცე საუკუნის ლეგენდალური ქალბატონი, მერლინ მონრო გახდა. რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა რეაქცია ექნებოდა ამ „პატივზე“ თავად მერლინს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად ფესტივალის ორგანიზატორებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ. აღსანიშნავია, რომ ჟიურის ერთ-ერთ წევრს გარდაცვლილი მსახიობი დაესიზმრა კიდეც.

ფესტივალის გახსნას სკანდალის გარეშეც არ ჩაუვლია. ორიგინალური ბრიტანელი კომიკოსი, საშა ბარონ კოენი ფესტივალზე აქლემზე შემჯდარი გამოცხადდა. უფრო მეტი ეფექტისთვის მან აქლემს ნარინჯისფერი შარფი შემოახვია, თავად კი საკუთარი ფილმის, „დიქტატორის“ ერთ-ერთი მოქმედი გმირის, გენერალ ალადინის ფორმაში იყო გამოწყობილი.

წითელ ხალიჩაზე ფურორი კი „სასოწარკვეთილმა დიასახლისმა“ ევა ლონგორიამ მოახდინა. მისი ღიავარდისფერი კაბა კანის ფესტივალზე საუკეთესო კოსტიუმად დაასახელეს.

მსახიობი ალეკ ბოლდუინი ფესტივალის გახსნაზე თავის პარტნიორთან, ჰილარი ტომასთან ერთად გამოცხადდა. მსახიობის მეგობრები იუწყებიან, რომ ბოლდუინის და ტომასის ქორწილი მიმდინარე წლის სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

კამერების წინ თავისუფლად პოზირებდა დიდების მოყვარული ბრუს უილისი. „ღმერთო ჩემო, აქ იმდენი ვარსკვლავია, რომ თავს ზედმეტად ვგრძნობ“, - აღნიშნავდა იგი.

კომენტარი