სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში რიგით მეორე, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება

ფესტივალი 29 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ხვალიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით იგეგმება 26 ქართული თეატრის 36 სპექტაკლების ჩვენება, ხოლო 3 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ნაჩვენები იქნება 11 ქვეყნის: ლიტვა, იტალია, საფრანგეთი, რუსეთი, სიმხეთი, ირანი, გერმანია, ესტონეთი, ხორვატია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელის სპექტაკლები.
დსფკლ;სდკფ;სდლ
ფესტივალს 5 ქართული თეატრი იმასპინძლებს: თავისუფალი თეატრი, მარჯანიშვილის, რუსთაველის, გრიბოედოვის, ასევე მუსიკისა და დრამის თეატრი.
დსფკლ;სდკფ;სდლ
თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრის კრიტიკოსები, ფესტივალის დირექტორები და პროდიუსერები ესტუმრებიან. ორგანიზატორთა თქმით წელს 400-მდე სტუმარი ჩამოვა.
დსფკლ;სდკფ;სდლ
ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100