სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტოგრაფმა 12 წელიწადი 8 წუთში ჩაატია (ვიდეო)

ნიუ-იორკის მოქალაქე, 31 წლის ფოტოგრაფი, 12 წლის განმავლობაში საკუთარ თავს ყოველ დილით იღებდა და ფოტოების მეშვეობით ასახავდა მის გარეგნობაში შესულ ყოველდღიურ ცვლილებებს.

მამაკაცმა პირველი ფოტო 2000 წლის 11 იანვარს გადაიღო. მან 12 წლის განმავლობაში სულ 4515 სურათის გადაღება შეძლო.

პირველად ამ უკანასკნელმა ფოტოებით აწყობილი ვიდეო youtube-ზე 2006 წელს ატვირთა და ამ დროისათვის მას 24 მილიონი ნახვა აქვს. ამჯერად კი შეგიძლიათ ახალი ვიდეორგოლი შეაფასოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100