რატომ უყვარს კაცს ქალი? და ქალს კაცი?

ბრაზილიელი მწერალი პაოლო კოელიო განმარტავს, რატომ უყვარს ქალს კაცი და პირიქით, რატომ უყვარს კაცს ქალი?

რატომ უყვარს ქალს კაცი?

იმიტომ, რომ კაცები არასოდეს არ უკეთებენ კომენტარს, იმას რასაც ახლობლები ფიქრობენ.

იმიტომ,რომ ქალებმა ყოველთვის ვიცით, რას ფიქრობენ კაცები და როცა პირს გააღებენ ამბობენ იმას რასაც ჩვენ ვფიქრობდით.

იმიტომ,რომ კაცები არასოდეს ოცნებობენ თავის გაწამებაზე, მაღალი ქუსლების ტარებით.

იმიტომ, რომ კაცებს უყვართ ქალის სხეულის შესწავლა და სულის დაპყრობა.

იმიტომ,რომ 14 წლის გოგოს შეუძლია მამაკაცს თავზარი დასცეს, ხოლო 25 წლის ქალს შეუძლია ძალიან ადვილად მოათვინიეროს ის.

იმიტომ, რომ კაცები ყველანაირად ცდილობენ დამალონ საკუთარი სისუსტეები.

იმიტომ, რომ კაცები თავისი თეფშიდან ყველაფერს ჭამენ და არ გრძნობენ თავს დამნაშავედ.

იმიტომ, რომ კაცს ყველაზე მეტად ეშინია იმის, რომ არ იყოს კაცი.

იმიტომ, რომ მათ აქვთ მხრები,სადაც შეგვიძლია თავის დადება და დასვენება. ძილი დიდი ძალისხმევის გარეშე.

იმიტომ, რომ ისინი წარმოუდგენლად მამაცები არიან სხვადასხვა მწერების წინააღმდეგ.

იმიტომ, რომ ისინი არ ტყუიან თავიანთი ასაკის შესახებ.

იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ არ შეუძლიათ სიცოცხლე ქალის გარეშე.

იმიტომ, რომ როცა ვეუბნებით „მე შენ მიყვარხარ“,კაცები ყოველთვის გვთხოვენ ავუხსნათ ზუსტად როგორ.

რატომ უყვარს კაცს ქალი?

ჩვენ მამაკაცებს გვიყვარს ქალები, რადგანაც ისინი ყოველთვის გრძნობენ, რომ არიან ახალგაზრდები, დაბერების შემდეგაც კი.

იმიტომ, რომ ქალები ყოველ ჯერზე იღიმიან, როცა მათ წინ ბავშვი ჩაივლის.

იმიტომ, რომ ქუჩაში ყოველთვის გამართულად სეირნობენ, იყურებიან წინ, არასდროს შემობრუნდებიან, რომ გითხრან მადლობა ან დაგიბრუნონ კომპლიმენტი და ღიმილი, რომელიც შენ აჩუქე.

რადგანაც ქალებს აქვთ საკუთარი გზები პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც კაცები ვერასდროს გაიგებენ. (ეს ფაქტი კაცებს ჭკუიდან შლის)

იმიტომ, რომ ქალები გრძნობენ სიბრალულს და ამბობენ „მე შენ მიყვარხარ“ ზუსტად მაშინ, როცა ნაკლებად უყვართ თავისი პარტნიორი.

იმიტომ, რომ როცა აინტერესებთ სხვისი აზრი საკუთარი გარეგნობის შესახებ, კითხვას სხვა ქალებს უსვამენ. ისინი კაცებს ამგვარი ტიპის შეკითხვებით არ აწუხებენ.

იმიტომ, რომ ქალები ჩივიან ზუსტად იგივე პრობლემებზე, რაზეც კაცები.

იმიტომ,რომ ქალები წერენ სიყვარულის ისტორიებს.

რადგან ისინი არ ხარჯავენ დროს იმაზე ფიქრში, თუ როგორ მიუახლოვდნენ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ახლახან ამოვიდა ავტობუსში.

იმიტომ, რომ ისინი ტირიან მაშინ, როცა უსმენენ Rolling Stones–ის სიმღერას „Angie“ის.

კომენტარი