„ღმერთი მოკვდა“

„ყველა ვინც აცხადებს, რომ სხვა ბრიყვი ადამიანია, ბრაზობს, როდესაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ეძლევა საწინააღმდეგო დაამტკიცოს“.

„სიცილი ნიშნავს, რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გაქვს“.

„მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს,ვინც შენ“.

„ადამიანი რომ ბუნებით ბოროტია, ამაშია ჩემი ნუგეში, რადგან იგი ძალას შეიცავს“.

“ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა ასწავლო მეტი პატივი სცენ მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს“.

„ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია“.

„ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო“.

“ორი უდიდესი ევროპული ნარკოტიკი: ალკოჰოლი და ქრისტიანობა“.

„არ არსებობს არავითარი წარსული, რომლისთვისაც ღირდეს წუხილი. არსებობს მხოლოდ მუდამ-აწმყო, რომელიც იქმნება წარსულის გაფართოებული ელემენტებისაგან, და ამიტომაც ნამდვილი წუხილი უნდა იყოს პროდუქტიული, რათა შევქმნათ რაღაც ახალი და უკეთესი“.

„ღმერთი მოკვდა“.

„მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანისცემა სურს“.

„სამოთხეში ვერცერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება“.

„ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი - ყველაზე სახიფათო სათამაშო“.

“ქალი მამაკაცზე უკეთ უგებს ბავშვებს, მაგრამ მამაკაცი ქალზე უფრო ბავშვია“.

„ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად“.

„კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება. პირველად იყო აბსურდი და აბსურდი იყო ღმერთში, აბსურდი იყო თავად ღმერთი“.

„მეუღლეები ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, იღბლიანი ქორწინებები უფრო ხშირად შეგვხვდებოდა“.

„მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა“.

„სრულყოფილი ქალი ბევრად უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე სრულყოფილი კაცი,მაგრამ ამავდროულად ძალზედ იშვიათი“.

„თუ ვერ შეძელით დიდი საქმეების გაკეთება, განა ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ არ ვარგოდით? თუ თქვენ არ ვარგიხართ, განა ნიშნავს იმას, რომ არ ვარგა თვით ადამიანი? და თუ არ ვარგა ადამიანი – რა ვუყოთ, მაინც წინ“!

“არის ადამიანი ღმერთის უხეში შეცდომა თუ თავად ღმერთია ადამიანთა შეცდომათაგანი“?

ფრიდრიხ ნიცშე

კომენტარი