მეგ რაიანმა რეჟისორობა გადაწყვიტა

ცნობილმა კინომსახიობმა, მეგ რაიანმა გადაწყვიტა ბედი რეჟისორის ამპლუაში სცადოს. იგი გადაიღებს კომედიურ დრამას სახელწოდებით „Into the Beautiful".

სცენარის ავტორი ენ მერიდიტი იქნება. რაც შეეხება პროდუსერს, ამ მოვალეობას ვენდი ფაინერმანი შეასრულებს. უკვე ცნობილია რომ ფილმი, „Into the Beautiful" ბავშვობის მეგობრებზე მოგვითხრობს, რომლებიც მრავალი წლის შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.

კრიტიკოსები რაიანის ფილმს რეჟისორ ლოურენ კეზდანის მიერ შექმნილი სურათის, „დიდი იმედგაცრუები“–ს თანამედროვე ვარიანტად თვლიან. ეს უკანასკნელი 1983 წელს გადაიღეს. თავად მეგ რაიანი არ აპირებს საკუთარ ფილმში მონაწილეობის მიღებას.

უახლოეს მომავალში რაიანი ფილმ „წმინდანების ცხოვრება“–ზე დაიწყებს მუშაობას, სადაც იგი მთავარი როლის შემსრულებელია. კინოფილმის პრემიერა 2011 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

კომენტარი

×