რენე ზელვეგერმა და ჯენიფერ ენისტონმა შეყვარებულის გამო „დასცხეს“

შოუბიზნესის ორ ლამაზმანს შორის დაპირისპირებაა, რომლის მიზეზიც მამაკაცია. რენე ზელვეგერი და ჯენიფერ ენისტონი მამაკაცსს ვერ იყოფენ.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენისტონმა, ზელვეგერს საქმრო წაართვა.

ორი ქალის ინტერესს შორის მოქცეული მამაკაცი - ბრედლი კუპერია. ორი წლის წინ, ურთიერთობა ბრედლიმ და ენისტონმა დაიწყეს. მათი სასიყვარულო რომანის დასაწყისი ფილმ „დაპირება არ ნიშნავს ქორწინებას“ გადაღებების დრო გახდა.

ოდნავ მოგვიანებით კი, კუპერმა, ზელვეგერის კალთას შეაფარა თავი.

ზელვეგერმა თავის მეგობარ მამაკაცს ულტიმატუმი წაუყენა - „თუ ჩემთან ურთიერთობა გსურს, ბავშვი უნდა გავაჩინოთ“-ო. ენისტონის „ამბიციების“ დაკმაყოფილება კი ბრედლის არ სურს. ამ ეტაპზე ის მხოლოდ კარიერითაა გატაცებული.

როგორც ჩანს, ენისტონს შედარებით ნაკლები პრეტენზიები აქვს, ამიტომაც ბრედლი ადგა, ზელვეგერს ხელი დაუქნია და ჯენიფერს დაუბრუნდა.

კომენტარი

×