სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ლოპესი - მოღალატე ცოლი?

„საპნის ოპერა“ გოიმობაა და მისი მსახიობებიც არ გამოირჩევიან განსაკუთრებული სამსახიობო ნიჭით, - ეს შეფასება „საპნის ოპერისა“ და მისი მსახიობების მიმართ საქართველოშია პოპულარული, - უცხოეთში კი...

შოუბიზნესის ერთ–ერთმა კაშკაშა ვარსკვლავმა, მომღერალმა, ჯენიფერ ლოპესმა მორიგი არჩევანი ახალგაზრდა ლათინოამერიკელ მსახიობზე, უილიამ ლევისზე შეაჩერა.

ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მომღერალი სანაპიროზე, "საყვარელთან" ერთად გამოჩნდებოდა და მარკ ენტონს ასე ღიად "უღალატებდა". პაპარაცებმა ფოტოაპარატები მოიმარჯვეს და მსოფლიო შოუბიზნესში, ახალი სკანდალის ასაგორებლად მოემზადნენ, მაგრამ ყველაფერი არც ისე ,,სასიკეთოდ“ იყო, როგორც ეს ჟურნალისტებსა და პაპარაცებს ეგონათ.

გაირკვა, რომ ლათინოამერიკელ ბრედ პიტად აღიარებული, უილიამ ლევი, უბრალოდ, ჯენიფერის პარტნიორია მის ახალ კლიპში. ჯეილოს ქმრისთვის არ უღალატია, თქვენ კი სულ ტყუილად გაგიფართოვდათ თვალები გაოცებისგან... განაცხადა მომღიმარი სახით ლათინოამერიკელმა ბრედ პიტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100