პოლ მაკარტნი მესამედ ქორწინდება

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, „The Beatles“-ის წევრი, პოლ მაკარტნი მესამედ ქორწინდება. 68 წლის მომღერლის რჩეული, 51 წლის ნენსი შეველია.

მაკარტნისა და შეველის რომანი უკვე ოთხი წელია გრძელდება და წყვილმა სწორედ ახლა გადაწყვიტა თავიანთ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცენ.

წყვილი ქორწინების თარიღსა და ადგილს ამ დრომდე არ ასახელებს.

მაკარტნი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე ლინდა, 1998 წელს კიბოთი გარდაიცვალა. მუსიკოსის მეორე ცოლი, ცნობილი მოდელი ხიზერ მილსი იყო, რომელსაც მაკარტნი 2008 წელს 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

მისი ამჟამინდელი მეუღლე საოჯახო ბიზნესითაა დაკავებული, პროფესიით კი იურისტია.

კომენტარი

×