კვენტინ ტარანტინომ უილ სმიტს მონის როლი შესთავაზა

კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში, „თავისუფალი ჯანგო“ მთავრი როლი უილ სმიტს შესთავაზეს. მსახიობი მზადაა, მონის როლისთვის მსხვერპლად 20 მილიონი ამერიკული დოლარი გაიღოს.

ტარანტინო დიდი ხანია, რეჟისორ სერჯიო ლეონეს თაყვანისმცემელია და სწორედ ამიტომ სურს ვესტერნის გადაღება. ფილმის ჟანრზე მიმდინარე წლის თებერვლიდან საუბრობენ. ხმები კი იტალიელმა მსახიობმა, ფრანკო ნერომ გაავრცელა. ნერომ პოპულარობა ვესტერნით, სახელწოდებით „ჯანგო“ მოიპოვა.

2007 წლს იაპონელმა რეჟისორმა მიკემ „ჯანგოს“ პაროდია „ვესტერნი ჯანგო“ გადაიღო, რომელშიც ერთ–ერთ მთავარ როლს თავად ტარანტინო ასრულებდა. სიუჟეტის მიხედვით ჯანგო ყოფილი მონაა, რომელიც პლანტაციებში მუშაობდა და რომელსაც გერმანელი „თავებზე მონადირე“ ათავისუფლებს.

გათავისუფლების შემდეგ კი ჯანგო თავად ხდება თავგადასავლების მაძებარი და საკუთარი შავკანიანი მეუღლის გათავისუფლებას ცდილობს დაუნდობელი მეპატრონესგან. გარკვეული ინფორმაციით, სმიტი მზადაა, 20 მილიონ დოლარზე უარი თქვას, რათა თავიდან აირიდოს მოსაწყენი გმირის როლი და მრავალფეროვან ჯანგოდ გადაიქცეს.

კომენტარი