სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ამბობს ზოდიაქო შენი სიყვარულის ძლიერ და სუსტ მხარეებზე?

გლამურული ასტროლოგი ჯენი ლინჩის ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზი ჟურნალ Glamour-ისათვის, სადაც წაიკითხავ შენი ნიშნის ძლიერ და სუსტ მხარეებს სიყვარულში. ეხებათ მხოლოდ გოგონებს.

ვერძი: გამარჯობა დამოუკიდებელო ქალო! შენ შეიძლება მუდმივად მარტო ხარ მაგრამ ეს შენთვის დიდ პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. ასტროლოგების თქმით ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს უჭირთ ურთიერთობის დამყარება, რადგანაც ისინი ჯიუტები არიან და თავისი გააქვთ ყოველთვის. მათ შეუძლიათ ცხოვრობა ურთიერთობის გარეშე, ისინი ძალიან დამოუკიდებლები არიან და არ მიდიან კომპრომისზე. იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი ურთიერთობა ვინმესთან დალაგდება ვერძები ბოლომდე ნეტარებაში არ არიიან. ვერძებთ უყვართ დაპირისპირებები, ხშირად მიდიან კონფრონტაციაზე, მათ მოსწონს დრამების გამართვა.ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ძალიან ძლიერები არიან და მათ მხოლოდ ისეთი მამაკცის გვერდით შეუძლიათ ყოფნა ვინც მათზე ძლიერი იქნება.

კურო: როცა კურო თავის კაცს ხვდება, ის მას ეჭიდება, მხატვრულად რომ ვთქვათ. ის ძალიან მგრძნობიარე და შეხებაზე ორიენტირებული ნიშანია, ამავე დროს ძალიან თბილი და მომაჯადოებელი. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქლებს უნდათ ურთიერთობა, და ამის გამო შეიძლება ცოტა მომაბეზრებლად მიეკრონ ვინმეს. ეს იმ შემთხვევაში მოქმედებს თუ კაცებიც შეხებაზე მგრძნობიარენი არიან, თუ ეს ასე არ არის, არ შეაშინოთ ის. კუროები, ცოტათი ეჭვიანები არიან. იგივე თვისება კაცის მხრიდან შენთვის პირველ ადგილზეა, ადამიანები გაურბიან კუროებს იმიტომ რომ ისინი ზემგრძნობიარენი არიან და ამ გრძნობას ხშირად გამოხატავენ.

ტყუპები: ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული გოგონები არიან სუპერ აქტიურები საზოგადოებაში და ყოველთვის დიდი წარმატებით სარგებლობენ მამაკაცებში. ცუდი ამბავი: შენ ხანდახან შეიძლება ძალიან დამღლელი იყო შენი ზეაქტიურობის გამო. ტყუპებს უყვართ ყველაფრის გაანალიზება რაც ხდება, მათ უყვართ ამ კონფლიქტის შესახებ ლაპარაკი, ტენდენცია გაანალიზო ყველაფერი ნიშნავს რომ შენ ზედმეტად აფასებ საგნებს, რაც შეიძლება სტრესული იყოს შენთვის და იმ მამაკაცისათვის ვისაც ხვდები.

კირჩხიბი: კიბოები ძალიან ბუნებრივები და ემოციურები არიან. შენ მოგწონს სხვაზე მზრუნველობა და სხვისი პატრონობა, ამიტომ კაცებს მოსწონთ შენთან ყოფნა იმიტომ რომ თავს კომფორტულად გრძნობენ და მოსწონთ როცა მათზე ვიღაც ზრუნავს. კიბოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მიდრეკილება აქვთ ყველაფერი თავის თავზე მიიღონ, დაწყნარდით, თუ თქვენი მეორე ნახევარი აბოდებს დედამისი მაკარონზე, ეს არ ნიშნავს, რომ ამით თქვენ გამცირებთ თქვენი დიასახლისური უნარებით, თქვენ დიდი შესაძლებლობაა რომ უკეთესიც კი იყო!

ლომი: ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უყვართ როდესაც ამჩნევენ და ხშირად გამოსდით კიდეც. ასტროლოგიაში ლომს აღწერენ როგორც ენთუზიასტ ხალხს რომლებსაც უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. შენთვის ბევრად უფრო იოლი არის პირველი ნაბიჯი თავად გადადგა ვიდრე შენს წრეში მყოფი სხვა გოგონებისთვის და ბიჭები აუცილებლად შეამჩნევენ შენს გამბედაობას. მაგრამ შენი თავდაჯერებულება ხანდახან ცუდად ერევა შენ ურთიერთობაში, გარკვევის მაგივრად შეიძლება უფრო არიო ის. შენი თავდაცვის მექანიზმი ისე მძლავრად მუშაობს რომ ნებისმიერი წვრილმანიდან ბრაზილიური ტელესერიალის ჩახლართული ამაბები შეიძლება გამოგივიდეს. მიიღე ურთიერთობა ისეთი როგორიც არის.

ქალწულები: პრაქტიკიდან გამომდინარე ასტროლოგები ასკვნიან რომ ქალწულები საუკეთესო პარტნიორები არიან. რადგანაც შენ არ მოელი ბევრს არაფერს ამიტომ თქვენი ურთიერთობა უმეტეს შემთხვევაში ბუნებრივად და ადვილად წარიმართება. შენ გაქვს ნიჭი იყო ბედნიერი უმნიშნველო ამბითაც კ, ასე რომ კაცები მაინცდამაინც მთავარი არ არის შენს ცხობრებაში, მათ გარეშეც ადვილად შეგიძლია წარმატების მიღწევა. შენ ცხოვრებას ლოგიკურად უყურებ, ხანდახან ემოციების გარეშეც კი, რაც თავის მხრივ კარგია როცა ამ ცხოვრების ორომტრიალში ებმევი. უდიდესი დაბრკოლება ქალწულებს სასიყვარულო ურთიერთობისას აქვთ ის რომ ისინი გამოუსწორებლად მორიდებულები არიან, რაც ბიჭებს გამოუვალ მდგომარეობაში ადგებს.

სასწორი: სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები შესანიშნავი მეგობრები და მეუღლეები არიან, ალბათ ნაწილობრივ ეს იმით არის განპირობებული რომ მათ ძალიან უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა. შენ სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულო მომხიბვლელო გოგონა, შეიძლება მუდმივად შეყვარებულთა კატეგორიაში ჩავარდე, იმიტომ რომ მიხვდი საუკეთესო გზა დაჭრილი გულის სამკურნალოდ ახალი რომანია. უარყოფითი მხარე? ხანდახან შენ მაინც ძველი ურთიერთობის შენარჩუნების მომხრე ხარ, იმდენად რომ თავიდან იცილებ კონფრონტაციებს და ამ იმედგაცრუების გამო შეიძლება პასიურიდან აგრესიულად გადაიქცევი. ნამდვილი სასწორი ხარ, ერთი უკიდურესობიდან შეგიძლია მეორე უკიდურესობაში გადავარდე. შენ შეიძლება არ ამჟღავნებდე, რომ ბრაზდები როცა არ გირეკავენ, მაგრამ შეიძლება არც კი უპასუხო შენს შეყვარებულს როცა ის 4 დღის განმავლობაში გირეკავს.

მორიელი: მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ყველაზე რთულად მისადგომები არიან. ისინი ადვილად არავის ენდობიან და ხშირად ეჭვის ქვეშ აყენებენ სხვების გემებს, შენ გაინტერესებს რას მოელიან შენგან, ვის რა უნდა. ასეთი წინდახედულობის და სიფრთხილის გამო, მორიელები უფრთხილდებიან იმ ურთიერთობას რომელიც აქვთ და ამიტომ მზად არიან გადაჭრან ნებისმიერი პრობლემა რომელიც გზაზე გადაეღობებათ, ისინი ამას გასაოცრად აკეთებენ. ისინი ყოველთვის ძირისძირობამდე იკვლევენ პრობლემას, არ ერიდებიან შეკითხვების დასმას და არც პასუხის მოსმენის ეშინიათ. როდესაც შენ და შენი პარტნიორი ხვდებით რაიმე გადაულახავ წინააღმდეგობას, შენ შენი ცხოვრებისეულ მისიად შეიძლება დაისახო ეს და მონახო ენერგია მის გადასაჭრელად.

მშვილდოსანი: მშვილდოსანი ქალები მიმართულნი არიან იქით, რომ დაამსხვრიან რაც შეიძლება მეტი გული, რადგანაც ისინი არ ყოყმანობენ და თვალი ყოველთვის გაქცევაზე უჭირავთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები თავისუფლების მოყვარეები არიან ამიტომ ხშირად აქვთ პრობლემები სამართალთან, მათ არ უყვართ ვალდებულებების აღება.მათ ურჩევნიათ იყვნენ მარტო მანამ სანამ არ იპოვიან იმ ადამინს, რომლის ცხოვრება თავგადასავლებით და ხიფათით არის სავსე, ბიჭს რომელიც გაუგებს მათ და მიანიჭებს უამრავ თავისუფლებას სამოგზაუროდ, გამოსავლევად და სიახლეების გასაცნობად.

თხის რქა: ასტროლოგის თქმით თხის რქას აქვს ის რითიც შეუძლია ყველას გაოცება. არასოდეს რომ არ ჩაიდენს უგუნურ საქციელს ისეთ კატეგორიის გოგონებს მიეკუთვნები, მაგრამ შენ არ აპირებ შენი დრო დაკარგო ვიღაცაზე. შენი მეგობრების თქმით შენ მომთხოვნი ადამიანი ხარ, მაგრამ შენ უბრალოდ იცი რა გჭირდება და ამიტომ არასოდეს არ თანხმდები ნაკლებზე, ამიტომაც ადამიანთ წრე ვისაც შენ შეიძლება პაემანზე წასვლაზე დათნხმდე საკმაოდ ვიწროა. შენ არ აწყობ დრამებს, ხარ მომთმენი და და არ უხვევ არჩეული გზიდან, შეგიძლია მშვიდად დაელოდო ადამიანს რომელსაც იმსახურებ.

მერწყული: შენ არ ხარ ერთადერთი ვინც თავის გრძნობებს მუდამ თან დაატარებს. შენ შეგიძლია ადამიანებს გააგებინო შენი გრძნობები, მაშინაც თუ თქვენ შორ დისტანციაზე იმყოფებით, ასტროლოგების თქმით მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ნიჭი აქვთ გრძნობები თვალით უხილავ ტალღებს გააყოლონ, თუმცა ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ მერწყულები ცოტათი უფრო ცივები ხდებიან ვიდრე იყვნენ. მერწყულები შეიძლება იყვნენ საოცრად განმარტოებულები და გულცივები მაშინაც თუ მათ ეს სულაც არ უნდათ. ჰაერის ნიშნის ქვეშ დაბადებულები დაჯილდოებულები არიან ნიჭით გაანალიზონ ყველაფერი აღელვების და ემოციები გარეშე. ამან შეიძლება გზა გასაყარამდე მიგიყვანოს: პირველი შენ შეგიძლია შენს პარტნიორთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა გადაჭრა რაციონალურად, აღელვების გარეშე, ზედმეტად მშვიდადაც კი და მეორე მხრივ შენ ძალიან უგრძნობი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებ.

თევზები: თევზების რეპუტაცია ასეთია, ისინი ძალიან მოკრძალებულები არიან, ამიტომ ხანდახან ისინი შეიძლება რაღაც სირთულეებს წააწყდნენ ურთიერთობისას .ერთის მხრივ შენი პლიუსია ეს თავმდაბლობა და მოკრძალება: შენი თავდაუზოგაობა და ადამიანთა დახმარების სურვილი გაქცევს შენ ყველაზე კარგ კომპანიონად და ადვილია ასე ცხოვრება. მაგრამ მეორეს მხრივ შენ შენი კეთილი ბუნებიდან გამომდინარე ადვილად შეიძლება მოტყუებულთა რიგებში გადაინაცვლო, ხომ შეგიძლია გაიხსენო მატყუარა შეყვარებულები შენი წარსულიდან? შენ უკეთესს იმსახურებ, ასე რომ თავიდან მოიცილე ის ბიჭები რომლებიც შენნაირი გულკეთილები არ არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100