სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჩუქარი The Beatles-ის თაყვანისმცემლებს

The Beatles-ის წევრმა, რინგიო სტარმა ახალი წიგნი გამოუშვა, სადაც ჯგუფის თაყვანისმცემლებს The Beatles-ის იმ ფოტოების ნახვა შეეძლებათ, რომლებიც პირად არქივში ინახებოდა.

წიგნს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტი, რომ ყველა ფოთოსურათებს თან ახლავს რინგო სტარის კომენტარები. გამომცემლობა Genesis Publications - ის ცნობით ეს წიგნი The Beatles-ის კიდევ უფრო კარგად გაცნობის საშუალებას იძლევა.

149 გვერდიანი წიგნის ფურცლებზე უმეტესწილად რინგო სტარის პირადი არქივიდან ამოღებული ფოტოებია, თუმცა კადრებში მრავლად არის The Beatles-ის სხვა წევრების: ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნისა და ჯორჯ ჰარისონის სახეებიც.

წიგნის ელექტრონული ვერსია 2013 წლის 12 ივნისს გამოვა გაყიდვაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100