მოროშკინას და ჟორჟოლიანის კონფლიქტმა პოლიტიკური ელფერი მიიღო

ლალი მოროშკინა ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ სტატუსს სტატუსითვე პასუხობს და ნანუკას მოსაზრებას პოლიტიკურ სარჩულს აკერებს.

„ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან ნებისმიერი უკბილო ხუმრობა გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით უზნეობად მიმაჩნია და ვთვლი, რომ ეს ნაც მოძრაობის ცინიკური პოლიტიკის ნაწილია. მოვითხოვ ბოდიშის მოხდას გარდაცვლილის ოჯახის წინაშე.“-წერს მოროშკინა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნანუკამ შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა: “გავიგე ლალი მაროშკინა ყოფილა სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. ეხლა კი მივხვდი პატიმრები რატომ გორდებიან კიბეებიდან :)”

კომენტარი