როგორი დედები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები?

ვერძი - მიუხედავად იმისა რომ მათ შორის "გიჟი დედის" ტიპაჟს იშვიათად შეხვდებით, ძალიან ხშირად ყავთ ბევრი შვილი. თუ ბევრი არა სამი მაინც. ვერძისთვის შვილის გაჩენა-გაზრდა საკმაოდ ადვილი, მარტივი და სახალისო პროცესია. თუმცა შვილზე გადამეტებული მზრუნველობა ტიპიურ ვერძ დედას არ ახასიათებს, მას უნდა მისი შვილი დამოუკიდებელი და ძლიერი გაიზარდოს, ამიტომ დედური დამშვიდებები "ვინ დაგჩაგრა დედიკო, წავიდე ყურებს დავაჭრი" ვერძი დედისთვის უცხოა.

კურო - მისთვის შვილის გაჩენაც და გაზრდაც ძალზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროცესია. თუმცა ორსულობის პერიოდში, ისედაც ჭამა-სმის მოყვარული კურო ქალები ხშირად ძალიან იმატებენ წონაში, რომლის დაგდებაც ბავშვის გაჩენის მერეც საკმაოდ უჭირთ. რაც შეეხება ბავშვთან დამოკიდებულებას, კურო მზრუნველი და ყურადღებიანი დედაა. მას შეუძლია ღამეები უთენოს შვილს და მისი გულისთვის ყველანაირ მსხვერპლზე წავიდეს.

ტყუპები - შვილებთან დამოკიდებულებაში უფრო მეგობარია ვიდრე მშობელი. ამ ქალს საკუთარ შვილებთან დაქალურ-ძმაკაცური ურთიერთობა უყვარს. ამიტომ შვილები დედა ტყუპს იშვიათად უმალავენ რამეს. თუმცა განსაკუთრებული მიჯაჭვულობით ან გადამეტებული მზრუნველობით ტყუპი ქალი არასოდეს გამოირჩევა თავისი შვილების მიმართ. მეტიც, მათ გამო იგი საკუთარ მრავალრიცხოვან ინტერესებზე უარს არასოდეს იტყვის.

კირჩხიბი - აი თუ ვინმეს შეიძლება ვუწოდოთ "მოწოდებით დედა" ეს სწორედ კირჩხიბია. კიბოსთვის შვილის ფენომენი, ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე ღირებული რამაა. შემთხვევითი როდია, რომ დედობას სწორედ კირჩხიბის თანავარსკვლავედი განაგებს. კიბო დედა საკუთარ შვილზე "გადამკვდარ-გადაგებული" დედების რიცხვს განეკუთვნება. მან უნდა იცოდეს თავისი ნაშიერის ყველა ნაბიჯი, ყველა ამოსუნთქვა და ყველა ემოცია, არა მარტო ჩვილობის, უკვე ზრდასრულ ასაკშიც კი. ამიტომ იშვიათი არაა რომ სწორედ კიბო დედის შვილები არიან, ცნობილი "დედიკოს" ბიჭები და გოგონები.

ლომი - ამ ქალისთვის შვილი ეს ყველაზე დიდი და ძვირადღირებული სამკაულია ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, იგი მას (არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია თუ გოგო) ისე გაზრდის, რომ მისით საამაყო სულ ქონდეს. აუცილებლად ასწავლის ცეკვას, სიმღერას, ატარებს სხვადასხვა წრეებზე, რათა მერე გაუთავებლად იამაყოს მისით. ამასთან ერთად კი ამ ყველაფრის პარალელურად ძუ ლომი, არც საკუთარ თავს და ინტერესებს დაივიწყებს. მე იშვიათად მინახავს ლომი დედა რომელიც საკუთარი კარიერის მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე ზრდის შვილს. ეს იმიტომ რომ სამსახური ეს მეორე "სამკაულია" ლომისთვის. მისთვის კი მოგეხსენებათ ასეთი "სამკაულები" აუცილებელია ცხოვრებაში.

ქალწული - ამ ქალისთვის შვილი ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ზრუნვის ობიექტია. როგორც წესი, ქალწულები ამქვეყნად ყველას და ყველაფერს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, შვილის გაჩენა-გაზრდას კი დედა ქალწული გაათმაგებული პასუხისმგებლობით უყურებს. თუმცა განსხვავებით კიბო დედისგან, ქალწულ დედას იმის უნარი აქვს რომ საკუთარი შვილი "კალთაზე გამოკერებულ" დედიკოს ბიჭად ან გოგოდ არ გაზარდოს და მას ინდივიდუალური განვითარების საშუალება მისცეს.

სასწორი - ამ ქალებს ცოლობა უფრო უკეთესად გამოსდით ვიდრე დედობა, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს რომ დედა სასწორი ცუდი დედა იქნება, არამც და არამც, ეს ქალი რბილი, თბილი და კომფორტული დედაა. რომელიც შვილის ესთეტიურ აღზრდაზე იზრუნებს უპირველეს ყოვლისა. რაც შეეხება ბავშვის ხასიათის სიმტკიცეს, პრინციპულობას და ა.შ ამაზე კეთილი ინებოს და მამამ შეიწუხოს თავი.

მორიელი დედა კი იშვითი მკაცრი და ამასთანავე საოცრად სამართლიანი მშობელია. ქალი მორიელი შვილისთვის ნებისმიერ მსხვერპლზეა წამსვლელი როგორც დედა, მაგრამ უყურადღებოდ არც შვილის უსაქმურობა და სიზარმაცე გამოეპარება, ამისთვის იგი თავის ნაშიერს საკადრის პასუხს მოსთხოვს. მორიელმა იცის ვინ, რატომ და რისთვის დასაჯოს და ისიც იცის ვის როდის ეკუთვნის წახალისება.

მშვილდოსანი - მას ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მხიარულება და ლაღი ატმოსფერო უყვარს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა ქალმა, სასურველია შვილი გვიან, უფრო დაღვინებულ ასაკში გააჩინოს, როცა გამუდმებული აღმა-დაღმა წანწალის სურვილი გაუნელდება და ოჯახურ კერასთან შეგუება არ შეაშინებს. როგორც დედა, იგი ძალიან მოსიყვარულე, თბილი და იპტიმისტი მშობელია. ბავშვები მშვილდოსან დედას აღმერთებენ ზუსტად ამ თავისი ხალისიანი ბუნების გამო.

თხის რქა დედა როგორც წესი საკმარისი სიმკაცრით და ყურადღებიანობით გამოირჩევა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბაებული ქალები, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან საკუთარი შვილების მიმართ და უმთავრესად მათ განათლებასა და სწორი პრინციპებით აღზრდაზე ზრუნავენ, ვიდრე კამფეტ-შოკოლადებით განებივრებაზე.

მერწყული - იგი ყველაზე მეგობრული და "დუშკა" დედაა მთელ მსოფლიოში. დედა მერწყული არ განეკუთვნება გიჟი დედების კატეგორიას, ამიტომ შვილებს ეს ქალი თავიდანვე მიაჩვევს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. დასჯის მძიმე ფორმებსაც იშვიათად მიმართავს, რადგან მერწყული ჰუმანიზმით გამორჩეული ნიშანია, თუმცა თუ დედა მერწყული მაინც გააბრაზა თავისმა ნაშიერმა, მერწმუნეთ მისთვის ჭკუის სწავლების კრეატიულ მეთოდს გამონახავს.

თევზი დედის შვილები კი მთელი ცხოვრება ემოციური მხარდამჭერის და მანუგეშევლის მფარველობაში იქნებიან. ამ ქალს საკუთრი ნაშიერები განსაკუთრებულად უყვარს და ნებისმიერი, თუნდაც უნიჭო, წარუმატებელი და ბოთე შვილიც კი მისთვის ყველაზე საყვარელი იქნება. იგი მას ყოველთვის გაამხნევებს და წინსვლისთვის მისცემს ძალას.

კომენტარი