რუსული მედია: ეს ნიშნავს, რომ ქეთა თოფურია ელიტაში მიღებული დაფასებულია

2013 წლის 9 სექტემბერი ქეთა თოფურიასთვის ორმაგად ღირსშესანიშნავი იყო. ამ დღეს ის 27 წლის გახდა და ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე ოფიციალურად იქორწინა.

„ქეთისთვისვის დაბადების დღისა და გათხოვების მისალოცად პრესტიჟულ საკონცერტო კომპლექს „Барвиха Village“-ში გამართულ წვეულებას რუსული შოუბიზნესის ყველაზე ცნობილი სახეები ესწრებოდნენ“ - წერს რუსული მედია და ამ სიტყვების დასტურად სტუმრების ფოტოებს აქვეყნებს.

„ქორწილში კაბზონისა და პუგაჩოვას მისვლა ადასტურებს, რომ ქეთი თოფურია რუსული შოუ ბიზნესის ელიტაში მიღებული დაფასებული პიროვნებაა. შთამბეჭდავი გახლავთ ის ფაქტიც, რომ ქორწილს მაქსიმ გალკინი (ალა პუგაჩოვას ქმარი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსი შოუ მენი) უძღვებოდა“ - წერენ რუსული გამოცემები.

გთავაზობთ ერთ-ერთი რუსული გამოცემის მიერ მომზადებულ ფოტორეპორტაჟს „რუსული შოუ ბიზნესის ვარსკვლავები ქეთას თოფურიას ქორწილში“

კომენტარი