სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ დაადო ნანუკა ჟორჟოლიანმა პირად თემებს ტაბუ?

“არ მინდა ვიფიქრო რომ ეს სპეციალურად გაკეთდა და ჩავთვლი რომ მექანიკური შეცდომაა, მაგრამ ჟურნალისტმა კონტექტსიდან ამოვარდნილი ფრაზა გამოიტანა სათაურად. უფრო მეტიც დაუმთავრებელია ინტერვიუს ეს ნაწილი. (რაც კონტექსტს ამახინჯებს). არ მგონია ვინმემ არ იცოდეს რა არის ჩემთვის მთავარი. რა ვქნა? ვის უნდა ასე, ვის არა- პირადი და ადამიანური ურთიერთობები უმთვარესია ამ ქვეყანაზე, მაგრამ მთავარია ჩემთვის საქმეც. ერთმანეთის გარეშე ვერცერთი იქნება სრულყოფილი. ვფიქრობ რომ გადავღალე მაყურებელიც და მკითხველიც ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბრით. ძალიან გულწრფელად, საკმარისზე მეტიც მოვყევი და არ მგონია უპასუხო კითხვა იყოს დარჩენილი. (განსაკუთრებით პროფილის შემდეგ. ) ჩემი გადაწყვეტილებაა ჩემს პირად ცხოვრებაზე აღარ ვსაუბრობ. დიდი მადლობა ყველას:)” - ასე გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალ რეიტინგში გამოქვეყნებულ სტატიას.

ნანუკა ჟორჟოლიანის კომენტართან ერთად გთავაზობთ ამონარიდს იმ სტატიიდან, რომელმაც ჟურნალისტის უკმაყოფილება გამოიწვია.

„ნანუკა ჟორჟოლიანს საქმე უფრო უყვარს, ვიდრე ირაკლი კოდუა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალ „რეიტინგთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მას საქმე უფრო უყვარს, ვიდრე მეუღლე. ეს განცხადება გავრცელებულმა ხმებმა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუას დაშორდა. აღნიშნული ჭორები არ დასტურდება, თუმცა, ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე დიდი ხანია უცხოეთშია და მას საქართველოში დაბრუნების სურვილი ჯერ არ გასჩენია.“ - წერს ჟურნალი რეიტინგი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100