სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიამ საჯაიასა და გიორგი ნაზღაიძის ფეისბუქ-ფლირტი. ნანუკა შოუში ახალი რომანი დაიწყო?

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში დღეს დიზაინერმა გიორგი ნაზღაიძემ ქართველი პოლიტიკოსების ჩაცმულობა შეაფასა. „მომწონს მისი ჩაცმულობაც და თავად ეს გოგონაც“-განაცხადა ნაზღაიძემ პარლამენტარ მარიამ საჯაიას შეფასებისას. მოგვიანებით ეს ფრაზა სოციალურ ქსელში გაგრძელდა. საერთო მეგობრის ფეისბუქ სტატუსის კომენტარებში მარიამ საჯაიამ, გიორგი ნაზღაიძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმა საჯაროდ ისაუბრეს.

„მე კიდევ ერთი მომწონს მეორე მიყვარს“ - წერს გიორგი ნანუკასა და მარიამზე

ნანუკა ჟორჟოლიანი: ერთი რომ მოგწონს იმაზე მეცინება:)) გეტყობოდა ეგ ამბავი შენ გადაცემაში

გიორგი ნაზღაიძე: არც ვმალავ მომწონს თან მაგრად :))))

მარიამ საჯაია: ჰაჰააჰჰ ) მე ასე საჯაროდ ხმამაღალ განცხადებას ვერ გავაკეთებ, მაინც "სტუდენტი" ვარ

გიორგი ნაზღაიძე: მეგობრობის გაგზავნა არ არის ეხლა არაფერი თანხმობა ალბათ იქნება. :)))) უბრალოდ ფბ-ის მეგობრობა ხომ არ არის კატასტროფა :))))

მარიამ საჯაია: უი შეიძლება ვერ დამიმატო, მე გამოვაგზავნი რექუესთს, რა პრობლემა ეგ უნდა იყოს

გიორგი ნაზღაიძე: მარიამ მოხარული ვარ ჩვენი დამეგობრების

მარიამ საჯაია: Hi Friend! ჩემგან პოლიტიკური პოსტები არ მოგაკლდება, პირობას ვდებ

გიორგი ნაზღაიძე: მარიამ დამიჯერე არც ჩემგან. მითუმეტეს ერთ მხარეს ვართ. ერთი საერთო უკვე გვაქვს

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ეჭვი მაქვს ახალი გადაცემა მაქვს ჩასაწერი:))))

მარიამ საჯაია: როგორი ღიმილები და სიხარულები მომიტანეთ აქ მარტო დარჩენილს ხომ არ იცით

გიორგი ნაზღაიძე: მარიამ მეგობრებიც ამისთვის არიან მარტო რომ არ იყო

მარიამ საჯაია: წავედი ლექციაზე სანამ კობა მოსულა თორემ ვეღარ მოვწყდები აქაურობას იმდენს გვაცინებს! გკოცნით პოზიტივებო და შემოგიერთდებით მოგვიანებით!

გიორგი ნაზღაიძე: მარიამ დროებით!

შეგახსენებთ, რომ პარლამენტარი მარიამ საჯაია ამჟამად აშშ-ში იმყოფება და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად პარლამენტარს უფლება აქვს შვებულება აიღოს იმ შემთხვევაში თუ მიზეზი სწავლა განათლებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100