სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაომი ქემბელის პირადი მცველი ქართველია

სუპერმოდელ ნაომი ქემბელის პირადი მცველი ქართველია. მამუკა ტყებუჩავასა ნაომის ფოტო სოციალურ ქსელში ფეხბურთელმა ზურა ხიზანიშვილმა გამოაქვეყნა.

სწორედ ზურას მეშვეობით გავარკვიეთ ცოტა რამ შავი ავაზას ქართველი მცველის შესახებ. მამუკა ტყებუჩავა 30 წლის გახლავთ და ბოლო 10 წელია ლონდონსი ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ნაომის დაცვის სამსახურამდე, მამუკა არაბი შეიხის დაცვის წევრი იყო.

„ჩემი მეგობარია, მოგცემდით მის ნომერს, მაგრამ აზრი არ აქვს ვერ დაგელაპარაკებათ. უფლება არ აქვს“ - განაცხადა ზურა ხიზანიშვილმა droni.ge-სთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100