სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დენის დუგანის დატვირთული ზაფხული

რეჟისორი დენის დუგანი და მსახიობი ადამ სენდლერი, მეშვიდე საერთო სამუშაოსთვის ემზადებიან, რომელშიც სენდლერს მოუწევს სხვადასხვა სქესის ტყუპების როლის შესრულება.

სენდლერი, ფილმში ჯეკის და ჯილის როლს შეასრულებს. სწორედ ეს იქნება იმ ტყუპების სახელები, რომელთა ცხოვრებისეული სათავგადასავლო როლის შესრულება, ერთ მსახიობს მოუწევს.

ამ რომანტიკული კომედიის სიუჟეტის დეტალები ჯერ არაა ცნობილი – მაგრამ სენდლერის ნახვა, ქალის როლში (პირველად კარიერის მანძილზე) მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდება. მომავალი ფილმისთვის, სცენარი სტივ კორენმა დაწერა. ზაფხულში მაყურებელს დუგანის კიდევ ერთი, რიგით მეხუთე ნამუშევარი ელის, ფილმის სახით „თანაკლასელები“. რეჟისორისა და მსახიობის თანამშრომლბა ამით არ ამოიწურება. ამჟამად ისინი, მეექვზე ფილმზე მუშაობენ, სადაც მთავარ როლს, ჯენიფერ ენისტონი და ნიკოლ კიდმანი შეასრულებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100