პრინც ჰარის ძმის საქორწილო ცერემონიალის განმეორება სურს

პრინცი ჰარი ამ დროისათვის მეგობარი გოგონას შემორიგებასა და ძველი ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. მათ ურთიერთობას შეუძლებელია იდეალური ეწოდოს, განსაკუთრებით ბოლო დროისათვის, მაგრამ ჰარის სურს, ჩელსის დაუმტკიცოს, რომ იგი არის სწორედ ის ადამიანი, ვისთანაც დევისმა მთელი ცხოვრება უნდა გაატაროს.

გავრცელებული ხმებით, უილიამის უმცროსი ძმა ჩელსის მეგობრებს სთხოვს დახმარებას, პირადი ცხოვრების ასაწყობად. შესაძლოა პრინცი ჰარი მზადაა სერიოზული ურთიერთობისათვის და არანაკლებ სერიოზული დასასრულისათვის. მან ღამის კლუბებში სიარულს უკლო. სიმართლე კი ისაა, რომ თუ ქორწილი უახლოეს მომავალში შედგება, იგი ისეთვე გრანდიოზული ნამდვილად არ იქნება, როგორიც პრინცი უილიამისა და კეიტ მიდლტონის ცერემონიალი იყო.

კომენტარი