ტეილორ სვიფტი ტორნადოს მიერ დაზარალებულ ამერიკელებს დაეხმარება

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ტეილორ სვიფტმა ტორნადოსგან დაზარალებული ამერიკელი ხალხის დახმარება გადაწყვიტა. ამისათვის იგი საკუთარი რეპეტიციის ბილეთებს გაყიდის. ამ გზით მოგროვებული თანხა კი საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება.

ახლა მომღერლის თაყვანისმცემლებს დისკის ყიდვასთან და კონცერტზე დასწრებასთან ერთად, მისი მზადების ყურებაც შეეძლებათ. ამ დროისათვის სვიფტის რეპეტიციაზე დასწრების სურვილი 13 ათასმა ადამიანმა გამოთქვა. ისინი იხილავენ, თუ როგორ ემზადება სვიფტი ახალი ამერიული ტურნესათვის, რომელიც მაისის ბოლოსთვის დაიწყება.

ამასთანავე, ვარსკვლავი შემოწირულობას აგროვებს იაპონიის მიწისძვრისა და ავსტრალიის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ამერიკული ტურნე 27 მაისს, ნებრასკაში დაიწყება და მისი სახელწოდება, „Speak Now World Tour“ იქნება.

კომენტარი