ექიმი ჰაუსის ბლუზ ალბომი ბრიტანულ ჩარტებში მეორე ადგილს იკავებს

სერიალ „ექიმი ჰაუსის“ მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ჰიუ ლორი კარგა ხანი გეგმავდა სადებიუტო ალბომის გამოშვებას. ლოდინის შემდე, ალბომი გამოუშვა და უკვე ერთი კვირაა მისი ნამუშევარი, დისკის სახით გაყიდვაშია.

დისკმა „Let Them Talk“ ბრიტანულ ჩარტში ამ დროის განმავლობაში მეორე პოზიცია დაიკავა.

ჰიუ ლორის ბლუზალბომის ჩაწერაში ტომ ჯონსიც დაეხმარა. პროდიუსერის რანგში ლორისთან, ჯო ჰენრიმ იმუშავა. სერიალის ყველაზე პოპულარული გმირისთვის, მეორე ადგილი ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, მიუხედავად იმისა, რომ მისი სერიალი და ასევე მისი გმირიც, „საპნის ოპერებს“ შორის, მსოფლიო მასშტაბით პირველია და ყველაზე ყურებადი.

კომენტარი