პოლ მაკარტნის ახალი პროექტი მსოფლიო აუდიტორიას

პოლ მაკარტნი ახალ დისკზე მუშაობს. როგორც 68 წლის მომღერალი ამბობს, ის სულ მალე ძველ, კლასიკურ პოპსიმღერებზე ჩაწერილ დისკს გამოუშვებს.

„ეს იდეა დიდი ხანია მაწუხებდა. ჯერ კიდევ „Beatles-ის“ დროს. თუმცა, ამ საქმით შემდეგ როდ სტიუარტი დაკავდა და ცოტა ხნით პროექტზე ხელი ავიღე, ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ როდს ვბაძავდი.“ - ამბობს ინტერვიუში პოლი.

მაკარტნიმ ახალ პროეტზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მისი ახალი ნამუშევრები თითქმის უკვე დასრულებულია. კომპოზიციებზე მაკარტნისთან ერთად მუშაობდა ჯაზის შემსრულებელი დაიანა კროლი და ორკესტრი.

პოლი ჯერ-ჯერობით არ ამხელს, თუ რომელი სიმღერების ქავერები ჩაწერა. თუმცა, ამბობს, რომ ისინი ყველსათავის ნაცნობი და საყვარელი იქნება.

გარდა ამ ალბომისა, პოლი სულ მალე მეთხუთმეტე დისკზე დაიწყებს მუშაობას.

მისი მე-14 სტუდიური ნამუშევარი კი, „Memory Almost Full“, 2007 წელს გამოვიდა და ბრიტანულ ჩარტში მეხუთე პოზიციამდე მიაღწია.

კომენტარი