ლელა მებურიშვილი ორსულადაა და "ჩემი ცოლის დაქალებს" ტოვებს

„პირველი რადიოს“ ინფრომაციით კატოს როლის შემსრულებელი ლელა მებურიშვილი მხოლოდ რამდენიმე სერიაში ითამაშებს. სცენარის მიხედვით ის ამერიკაში მიდის საცხოვრებლად და ამ ფორმით დატოვებს სერიალს. მებურიშვილი ბავშვს ელოდება, რასაც უკავშირდება მისი გაუჩინარება ფილმიდან.

ამ ინფრომაციას სულ რამდენიმე წუთის წინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმარა თავად მსახიობიც...აი რას წერს ლელა მებურიშვილი:

„ბავშვებო,ახლობლებო,ნათესავებო და სრულიათ საქართველო დიახ მართალია ფეხმძიმედ ვარ,და დიდი მადლობა თითოეულს მოლოცვისთვის.ძალიან ბედნიერი ვართ მე და ბაჩო ჯერ სქესი არ ვიცით დიდი მადლობა მოლოცვისათვის გაიხარეთ, რაც შეეხება სერიალს ჩემი ცოლის დაქალებს - ფეხმძიმობის გამო ხშირად ვერ გამოვჩნდები“

კომენტარი