ოსკარები 2014-ის გამარჯვებულები

ოსკარები 2014-ზე წლის საუკეთესო ფილმისთვის განკუთვნილი ჯილდო სტივ მაქუინის ფილმმა ”მონობის 12 წელი” მოიპოვა. ყველაზე მეტი, შვიდი ჯილდო კი ალფონსო კუარონის ”გრავიტაციამ” დაიმსახურა.

2014 წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის წოდება მეთიუ მაკონაჰიმ მოიპოვა. ”დალასის მყიდველთა კლუბში” განსახიერებული როლისთვის ”ნამდვილი დეტექტივების” ვარსკვლავმა წელს ოქროს გლობუსი და არაერთი ჯილდოც დაიმსახურა. ქეით ბლანშეტმა ”ლურჯ ჟასმინში” შესრულებული როლისთვის თითქმის ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო და კარიერაში რიგით მეორე ოსკარიც დაამატა.

მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯარედ ლეტომ და ლუპიტა ნ’იონგომ გაიმარჯვეს. ორივე მსახიობი ოქროს ჯილდოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტი იყო.

კომენტარი