დღეს ნინი ბადურაშვილი და გიორგი ნაზღაიძე თაყვანისმცემლებმა დააქორწინეს

დღეს საქორწინო ჭორების დღეა, ნინი ბადურაშვილის მეორედ გათხოვების ცრუ ისტორიის (სტატია იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=9&AID=15312 ) შემდეგ ინტერნეტში კიდევ ერთი ცნობილი ქართველის, გიორგი ნაზღაიძის ქორწინებაზე ალაპარაკდნენ.

ნინისგან განსხვავებით, გიორგის დაქორწინების ჭორის ავტორებს დამადასტურებელი საბუთიც აქვთ, ნაზღაიძის საქორწინო ფოტოები.

სიტუაციაში კარგად გარკვევის მიზნით droni.ge გიორგი ნაზღაიძეს დაუკავშირდა.

„მაგ ფოტოებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, საიდუმლოა, რაღაც პროექტია, რომელიც მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ცოლი არ მომიყვანია“ - განაცხადა გიორგიმ droni.ge-სთან საუბრისას.

მართალია გიორგიმ კონკრეტული არაფერი გვითხრა, მაგრამ მის თაყვანისმცემელ გოგონებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, ნაზღაიძე უცოლო მამაკაცების სიაში რჩება, ხოლო რაც შეეხება ფოტოებს, ისინი სავარაუდოდ სერიალ „პლასტიკური ქირურგების“ გადაღებების პროცესშია გადაღებული.


კომენტარი