სანდრექსა "ჩემი ცოლის დაქალებს" ტოვებს

პოპულარული ტელესერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირი სანდრექსა მომავალი სეზონიდან სერიალში აღარ იქნება.

როგორც სანდრო კაკულია აცხადებს, მსახიობობა მისი საქმე არ არის და სერიალი მისგან დიდ დროს და ცხოვრების სხვა წესს მოითხოვს. „ვფიქრობ, ამას სჯობს ჩემი სხვა მიმართულებები განვავითარო. „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონია სადაც მე ვფიქნები. არ ვთვლი, რომ მსახიობის ნიჭი მაქვს. ეს არტისტიზმი არ არის. სერიალში უბრალოდ საკუთარ თავს ვთამაშობ“,-განაცხადა სანდრო კაკულიამ „სარკესთან“ საუბარში

კომენტარი