სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცეკვავენ ვარსკვლავებმა კიდევ ერთი ქართული სიყვარული დაანგრია

გიორგი ყიფშიძე მეუღლეს გაშორდა და ჯულიანა ბარგნარი შემოდგომაზე ცოლად მოჰყავს.” - ამ ჭორს გაზეთი კვირის პალიტრა ავრცელებს.

ინფორმაციას სარწმუნოს ხდის გიორგის ცოლის, ანუკას სიტვები, რომელმაც ჭორის უარყოფის ნაცვლად პასუხს თავი აარიდა. „ამ თემაზე არ მსურს კომენტარის გაკეთება.“ - განაცხადა გიორგი ყიფშიძის მეორე ცოლმა, რომელიც შესაძლოა ყიფშიძეების რძალის სტატუსს აღარც ატარებდეს.

შეგახსენებთ, რომ ცეკვავენ ვარსკვლავებმა დაანგრია გიგი გაჩეჩილაძისა და სალომე ჭაჭუას სიყვარულიც, სწორედ პროექტის მსვლელობისას შეუყვარდა სალომეს გიორგი ვარდოსანიძე და ცოლადაც გაჰყვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტს სავარაუდოდ „მაგიური ძალა“ აქვს, ცეკვის დროს წყვილებს შორის უხილავი ძაფები აშკარად მარტივად იბმევა, რადგან პროექტის დაწყებიდან დღემდე ცეკვავენ ვარსკვლავების არაერთ წყვილზე დადიოდა ქალაქში ჭორები იმის შესახებ რომ ცეკვის დროს მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100