ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ანჯელინა ჯოლი და ვიდეო რომლის გამოც ვარსკვლავი სასამართლოში ჩივის

სკანდალი ანჯელინა ჯოლის ცხოვრებაში. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც 90-იან წლებშია გადაღებული და ადასტურებს, რომ კინოვარსკვლავი ჰეროინის რეგულარული მომხმარებელი იყო. კადრში ჩანს თუ როგორ დადის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ჯოლი ოთახში და გაურკვევლად ესაუბრება საკუთარ მამას, ოსკაროსან კინოვარსკვლავ ჯონ ვოიტს.

ჩანაწერი მედიას 68 წლის, ყოფილმა ნარკოდილერმა, ფრანკლინ მაიერმა გადასცა, რომელიც ირწმუნება, რომ ჯოლის წამლით ამარაგებდა. სტატიაზე მიბმული ვიდეო სწორედ ფრანკლინის გადაღებულია, მისი განცხადებით ეს კადრები ჯოლის ნებართვით მას შემდეგ გადაიღო რაც ჰეროინისა და სხვა აკრძალული პრეპარატების მორიგი დოზა მიჰყიდა.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთვის ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალისტებს უკვე უჩივლა სასამართლოში.

კომენტარი