სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ცეკვავენ ვარსკვლავებს“ პროდუსერი ისევ შეეცვალა

ნოე სულაბერიძე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პროდუსერი აღარ არის. ამის შესახებ დრონი.ჯისთან საუბრაში პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად სულაბერიძეს დავუკავშირდით, რომელმაც მისი უკრაინელი პროდიუსერით ჩანაცვლების მიზეზი არ დაასახელა, თუმცა განაცხადა რომ ახალ პროექტებზეა გადართული, მაგრამ შორიდან თვალყურს ადევნებს „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ და იცის რომ მაყურებელს მეხუთე სეზონში პროექტისგან ბევრი სიურპრიზი ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ცეკვავენ ვარსკვლავების პროდიუსერობა სულაბერიძეს უკვე მეორედ ჩამოართვეს, პირველად მისი ადგილი ალინა არველაძემ დაიკავა, ახლა კი უცხოეთიდან მოწვეულმა სპეციალისტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100