სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მცირებიუსტიან“ ქალთა ცნობილი წარმომადგენლები (ფოტორეპორტაჟი)

ისინი, ვინც ქალის ბიუსტის მცირე ზომებს მის ნაკლად აღიქვამენ, მწარედ ცდებიან. ძალიან ბევრი მათგან, ვინც ბიუსტის სიდიდით არ გამოირჩევა, სილამაზის ეტალონეად ითვლება და მსოფლიოს სხავადასხვა კუთხეებში ყველაზე ლამაზ ქალთა რეიტინგში წამყვანი ადგილი უჭირავს. მამაკაცებს შორის ჩატარებული ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვებიც ცხადყოფს, რომ დიდი ზომის მკერდი სულაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქალი ლამაზად აღიარო.

„დრონი.ჯი“ მინაიტურული ბიუსტების მქონე სახელოვან ქალთა ათეულს გთავაზობთ...

კირა ნაიტლი

ის აღიარებულია მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ზომის ბიუსტი აქვს. ამის გამო დაღონების შანსს მას არავინ აძლევს - რეგულარულად სთავაზობენ მაღალანაზღაურებად სარეკლამო რგოლებში მონაწილეობას. კირა Сhanel Mademoiselle-ს არომატის სახეც გახლავთ. მას არაერთხელ მოწია მკერდის გაშიშვლება გადასაღებ მოედანზეც, მაგრამ ამის გამო არც ერთი წუთით არ უგრძვნია თავი უხერხულად. როცა ის „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ გადაღებებზე დადიოდა, მკერდზე სპეციალურ გრიმს უკეთებდნენ, რათა იგი ვირტუალურად იმაზე დიდი გამოჩენილიყო, ვიდრე სინამდვილეშია.

მილა იოვოვიჩი

წარმატებული მსახიობი და მოდელი, რომლის ბუნებრივი, მიმზიდველი სიგამხდრე მისი სავიზიტო ბარათი გახდა. ამ სიგამხდრეს ხელი არ შეუშლია მილასთვის, მუდმივად ყოფილიყო გამოჭიმული ცნობილი გლამურული და ელიტური ჟურნალების გარეკანებზე. 1998 წლიდან მილა კომპანია L’Oreal - ის სახეა. ბევრი მიიჩნევს, რომ შვილის გაჩენის შემდეგ მილამ ადრინდელი მიზიდველობა არ დაკარგა და უფრო მეტად ქალური გახდა.

ნატალი პორტმანი

ჰარვარდის კურსდამთავრებული, ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხის მქონე, მრავალი კინოჯილდოს მფლობელი („ოსკარისაც“ - საუკეთესო მსახიობის რანგში) ნატალი დიდხანს და ჯიუტად უსვამდა ხაზს თავის პოზიციას, რომ როლებში არ გაშიშვლდებოდა. მაგრამ 2007 წელს ღეჟისორმა ვეს ანდერსენმა მოახერხა მისი დარწმუნება, რომ დიდ ეკრანზე ევას კოსტუმში გამოჩენილიყო. ამ მოკლე ეროტიკულ ფილმზე, რომელიც სულ 13 წუთს გრძელდება, ნატალი პორტმანმა ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები გააკეთა: ერთხელ თქვა, რომ ნანობს, რადგან დათანხმდა რეჟისორს და გაიხადა, ხოლო სხვაგან აცხადებს, რომ ავდერსენთან მუშაობამ მას დიდი სიამოვნება მიანიჭა.

პერის ჰილტონი

ცნობილი სკანდალისტი და მომღერალი არ გამოირჩევა განსაკუთრებული აღნაგობით და დიდი ბიუსტით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისი კარიერისთვის. 173 სმ სიმაღლის, მცირებიუსტიან პერისს ფეხის ზომა ჰქონია 41... ამის მიუხედავად, ის ჩანს ჟურნალების გარეკანებზე, მონაწილეობს სხვადასხვა აქციაში, რეალითი-შოუებსა თუ კინოფილმებში.

ქსენია სობჩაკი

მას არამარტო რუსეთში იცნობენ, თუმცა, მის ქვეყანაში, ალბათ, ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელმაც მისი სახელი და გვარი არ იცის. სპეციფიკური აღნაგობა და მცირე ბიუსტი მას სულაც არ უშლის ხელს, იყოს პოპულარული, მოხვდეს ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე და წაიყვანოს რეალითი-შოუები.

კეიტ მოსი

იგი სამოდელო ბიზნესში ჯერ კიდევ 14 წლისა მივიდა და, როგორც ცოტა ხნის წინ აღიარა, ხშირად ცოფდებოდა საკუთარი სხეულის სარკეში დანახვისას, მერე კი ალღო აუღო და „დაამუღამა“. კეიტი Calvin Klein-ის სარეკლამო სახედ ითვლება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100