დასახელებულია მერლინ მონროს სიკვდილში ეჭვმიტანილი

პირველ ივნისს, ჰოლივუდის ლეგენდარულ მსახიობს, მერლინ მონროს 85 წელიწადი შეუსრულდებოდა. გასული საუკუნის ყველაზე ცნობილი ქერა ქალბატონი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მსახიობის სახელის გარშემო ამ დრომდე არ შეწყვეტილა კამათი, რეგულარულად აქვეყნებენ მის სურათებს და საუბრობენ მისი სიკვდილის სავარაუდო მიზეზებზე.

რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია მონროს სავარაუდო მკვლელზე. აღნიშნული ვარაუდების საფუძველს მსახიობის ჩანაწერები იძლევა. 1954 წელს მონრომ სქელი, წითელყდიანი რვეული იყიდა. ექსპერტების აზრით სწორედ ეს რვეული გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. როგორც მედია საშუალებები იუწყებიან, დღიური ვარსკვლავის საუკეთესო მეგობარი გახდა. მსახიობი არა მარტო ძმებ კენედებთან და სხვა ცნობილ მამაკაცებთან ურთიერთობებზე აკეთებდა ჩანაწერებს, არამედ ამ მამაკაცების საიდუმლოებზეც საუბრობდა, რომლებიც მათ მონროსთან ურთიერთობისას წამოსცდებოდათ. მონროს დღიური ძირს უთხრიდა რობერტ კენედისა და მის ძმას, იუსტიციის სამინისტროს ამოცანა კი სწორედ ამ რვეულის ხელში ჩაგდება იყო.

მონროს სტილისტი ჯორჯ მასტერსი მსახიობს ყველგან დაყვებოდა. მან აღიარა, რომ მერლინი გარდაცვალების ღამეს ფრენკ სინატარას სახლში იმყოფებოდა. მასთან ერთად ღამე სემ ჯიანკანომ გაატარა.სტილისტის თქმით, ჯიანკანო მერლინს არწმუნებდა, კენედებისთვის გადაეცა თავისი ჩანაწერების რვეული. როგორც ჩანს მსახიობის დარწმუნება მან ვერ შეძლო. მონროს გარდაცვალებას ამ ინციდენტს სულ უფროდაუფო ბევრი ექსპერტი უკავშირებს. მათი ვარაუდით, მონრო იმიტომ მოკლეს, რომ იგი ძმებ კენედებს აშანტაჟებდა. ემუქრებოდა, რომ სამსჯავროზე გამოიტანდა დღიურს, თუ რობერტი მასზე ოფიციალურად არ დაქორწინდებოდა.

კენედების ოჯახის წევრობა მონროს ოცნება იყო. „თუ პრეზიდენტი ჩემზე არ დაქორწინდება. მე მას ქალიშვილს გავუჩენ, რომელიც კენედის შვილებთან იმეგობრებს, შესაძლოა ამის შემდეგ ჩვენ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაც კი მოგვიწიოს.“ – განუცხადა თავის მეგობრებს მსახიობმა. იგი დარწმუნებული იყო, რომ კენედი ცოლს გაეყრებოდა.

მას შემდეგ რაც გააცნობიერა, რომ პრეზიდენტი მას აღიქვამდა როგორც ლამაზ თოჯინას, მერლინი მის ძმაზე, რობერტ კენედიზე გადაერთო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რობერტ კენედის ხელი ურევია მსახიობის მკვლელობაში და ეს აღნიშნული მამაკაცის ძალიან დიდი შეცდომა იყო. რობერტს იმ დღიურს ხელში ჩაგდება სურდა, რომელსაც მთელი საპრეზიდენტო ოჯახის დისკრედიტაცია შეეძლო. კენედი სასტიკად ბრაზდებოდა, როცა მონრო მას სამინისტროში ურეკავდა. იგი მდივანს თხოვდა ეპასუხა რომ სამსახურში არ იყო. ხანდახან ყურმილს თავად იღებდა და მსახიობს უყვიროდა, შემდეგ კი ნომერს იცვლიდა.

„ჩემგან ქალი არ ჩამოყალიბდა. ჩემი პარტნიორები, რომელთანაც სექსუალური ურთიერთობა მქონდა, ჩემგან ძალიან ბევრს ელიან. იმდენს, რომ მე მათი მოლოდინის გამართლება არ შემიძლია. ჩემი ანატომია ხომ არაფრით განსხვავდება სხვა ქალბატონების ანატომიისგან?!“ – აღნიშნავდა მსახიობი.

მერლინ მონროს ცხედარი 1962 წლის 5 აგვისტოს აღმოაჩინეს. მონროს სისხლში დიდი რაოდენობით დამამშვიდებელი საშუალება, მაგრამ არა ნარკოტიკი აღმოჩნდა. მას შემდეგ რაც სხეული მორგში გადაიტანეს, მის სახლში უცნობი შეიჭრა. ამის შემდეგ აღარავის უნახავს მერლინ მონროს წითელყდიანი პირადი დღიური.


კომენტარი