„ჩემი ქმარი ყველაზე სიმპატიური მამაკაცია“ - ბლიც ინტერვიუ ქეთა თოფურიასთან

ჟურნალ ELLE-ს რუსულ გამოცემას ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ, მოკლე, მაგრამ საინტერესო ბლიც-ინტერვიუ მისცა. Droni.ge გთავაზობთ ქეთას ინტერვიუს ვიდეო ვერსიასა და მის თარგმანს.

განათლება - პროფესიით ფსიქოლოგი ვარ.

სექსი - სექსი? დიახ მე მქონდა სექსი.

კუმირი - ჩემი კუმირი დედაჩემია.

პირველი კოცნა - პირველი კოცნა 15 წლის ასაკში მქონდა. ის იყო ჩემი პირველი შეყვარებული და ეს ძალიან კარგად დამამახსოვრდა.

ფასტ-ფუდი - ვაღმერთებ მაკდონალდსს, ეს ჩემი სისუსტეა.

შოპინგი - არ მიყვარს შოპინგი სხვათაშორის.

სერიალი - ბლანკოს ქვრივი.

დიზაინერი - საყვარელი დიზაინერი? არ ვიცი ასეთი ბევრია. თუმცა მე, მე ვარ ჩემი თავის საყვარელი დიზაინერი, მეც ხომ დიზაინერი ვარ უკვე.

ფილმი ბავშვობიდან - დედინაცვალი, ძალიან მიყვარდა ეს ფილმი და დღემდე მიყვარს.

მე არ მჯერა - არ მჯერა ცრურწმენების, მაგალითად არ მჯერა, რომ როდესაც აელამებ თვალებს და თავში გირტყამენ მერე ეგრე დარჩები.

შემიძლია თავად მოვამზადო - ბუტერბროდი, კვერცხი, სხვადასხვა სუპები, შემწვარი კარტოფილი და სხვა მსგავი კერძები, რომელთა მომზადებაც პრინციპში ყველას შეუძლია.

მინდა გავიცნო - სტივ უანდერი.

პაემანი - იდეალური ადგილი პაემნისთვის ალბათ საწოლია.

ხასიათი - მხიარული ვარ, ტალანტი მაქვს და მეგობრული ვარ.

მე არ ჩავიცვამ - მე არასოდეს ჩავიცვამ თეთრ ბოდფორდებს.

ოჯახი - მე ვთვლი, რომ ფანტასტიური ცოლი ვარ, არარეალური, მაგრამ ჩემი ქმარი ამას არ ეთანხმება.

ლამაზი მამაკაცები - ყველაზე ლამაზი მამაკაცი? იცით რა არის? არ მიყვარს ლამაზი მამაკაცები, უფრო სიმპატიურები, ყველაზე სიმპატიური მამაკაცი კი ჩემი ქმარი მგონია, ლიოვკა.

დილა - ჩემი დილა ვერ წარმომიდგენია წყლის გარეშე, გაღვიძებისთანავე ვსვამ წყალს.

3 ნივთი რომელიც სულ თან მაქვს - ჩემი ტელეფონი, ჩემი მეორე ტელეფონი და სარკე.

შემთხვევა ბავშვობიდან - ნათელი შემთხვევა ჩემი ბავშვობიდან ეს ალბათ ჩემი ბავშვობის ფოტოებია, რადგან ყველა მათგანი ნათელია, ჩემი „ზელიონკით“ გაფერადებული მუხლები ყველგან ანათებს.

პროფესიული ჩვევა - ეს არის პუნქტუალობა, არასდროს არ ვიგვიანებ არსად და ახლა თქვენ მე მომკლავთ იმიტომ რომ აქ 2 საათით დავიგვიანე.

საყვარელი სიმღერა - „ულეტაიუ“ იმიტომ რომ ეს სიმღერა ჩემი სავიზიტო ბარათია.

ინტერვიუს ბოლოს, რუბრიკის წესების თანახმად ესტაფეტა გადასცა ალექსეი ჩუმაკოვს.

„მინდა ესტაფეტა გადავცე ალექსეი ჩუმაკოვს. ის ყოველთვის ამბობს, რომ ორი ადამიანი, რომლებსაც ყველაფერი ეპატიებათ ვართ მე და ნიკოლაი ბასკოვი. ხოდა მინდა ამიხსნას რატომ გადაწყვიტა, რომ მე და კოლია ბასკოვი ერთი და იგივე ვართ“ - განაცხადა ქეთამ ინტერვიუს ბოლოს.

კომენტარი