იტალიური შოუ-ბიზნესის ქართველი ვარსკვლავი

ლუკა ჩიქოვანი - ეს სახელი შესაძლოა საქართველოში ბევრმა არ იცოდეს, თუმცა იტალიაში

ყველასთვის ნაცნობია. 20 წლის სიმპატიურმა ახალგაზრდამ საკუთარი სიმღერით მთელი იტალია მოხიბლა. თავდაპირველად ცნობილი ჯასტინ ბიბერის ქავერებით გახდა, დღეს ლუკას საკუთარი სიმღერებიც აქვს. ქართველი ვარსკვლავით უამრავი ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთია დაინტერესებული. მომღერალი 14 წლის განმავლობაში საქართველოში ნამყოფი არ იყო, თუმცა რამდენიმე დღით სამშობლოში დაბრუნდა და გუშინ თბილისში კონცერტიც გამართა.

კომენტარი