სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მელ გიბსონის „ახალი ოქსანა გრიგორიევა“

პაპარაცებისთვის არაფერი დამალული არ არის. არ არსებობს ადგილი, სადაც მათი ობიექტივები ვერ აღწევენ. სწორედ პაპარაცების თავგამოდებული მუშაობის შედეგად გახდა ცნობილი, რომ მელ გიბსონს ახალი საყვარელი ჰყავს. ჰოლივუდის ვარსკვლავი ბევერლი ჰილზზე მდებარე სასტუმროში „Four Seasons“-ში უცნობ ქალბატონთან ერთად შენიშნეს.

ჟურნალისტებმა გიბსონის ახალ საყვარელს უკვე მოუძებნეს სახელი. „ახალი ოქსანა გრიგორიევა“ – სწორედ ასე მოიხსენიებენ დასავლელი ჟურნალისტები ვარსკვლავის ახალ სიყვარულს.

შეგახსენებთ, რომ ოქსანა გრიგორიევასა და მელ გიბსონს შორის კონფლიქტი 2010 წლის იანვარში დაიწყო. გიბსონმა ოქსანას სახეში გაარტყა. შედეგად, მას 3-წლიანი პირობითი სასჯელი და სარეაბილიტაციო კურსის გავლა შეუფარდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100