სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ენას კბილი ვერ დააჭირეს და წამოსცდათ - ვარსკვლავების გამონათქვამები სექსზე

ცნობილი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ჟურნალისტებთან საუბრისას ზედმეტი არაფერი თქვან, თუმცა ზოგჯერ მათაც წამოსცდებათ ხოლმე ზედმეტი.

ჟურნალმა elle საკუთარი არქივიდან სელებრითების პიკანტური გამონათქვამები ამოკრიფა და საინტერესო, ყვითელი სტატიაც შექმნა სათაურით „ვარსკვლავები სექსის შესახებ“. დრონი.ჯი მის თარგმანს გთავაზობთ.

როდესაც კამერონ დიასს თავისი ახალგაზრდული იერის საიდუმლოს გამხელა სთხოვეს კინოვარსკვლავმა დაუფიქრებლად განაცხადა: ბევრი წყალი, ბევრი სიცილი და ბევრი სექსი. მესამე პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პიკანტურობის პიკი გახლდათ მსოფლიოს ნომერ პირველი ლამაზმანის, ანჯელინა ჯოლის განცხადება. „ორსულობა სექსისთვის არაჩვეულებრივი მდგომარეობაა. ამ დროს გიწევს ლოგინში ჩვეულებრივზე უფრო მეტად გამომგონებელი იყო, რაც ძალიან სახალისოა“ - განაცხადა მსახიობმა ტყუპების გაჩენის შემდეგ.

ჟურნალისტებთან საუბრისას საკუთარ პირველ სექსუალურ გამოცდილებაზე საუბარი არ მოერიდა ჯონი დეპს. „პირველი სექსი როკენროლის სტილში მქონდა. მაშინ ჯგუფ The Flame-ში ვუკრავდი და ამ ჯგუფის ფანატ გოგონასთან ავტომობილში მქონდა ინტიმური კავშირი. ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო, შემომრჩა მოგონებები.“ - განაცხადა მსაიობმა.

არანაკლებ ხმამაღალი იყო მომღერალ შერის განცხადება, რომელმაც ჟურნალისტებთან ტომ კრუზთან რომანი გაიხსენა და განაცხადა: ის ჩემი საუკეთესო საყვარლების ტოპ 5-ეულში შედის. ტომი ძალიან ცეცხლოვანია საწოლში.

საინტერესო ისტორია გაიხსენა არმი ჰამერმა. „ერთხელ სექსის დროს გოგონამ ჩემი დაჭრა გადაწყვიტა. ნამდვილი სიყვარული არ ტოვებს იარებსო მითხრა, საიდანღაც დანა ამოიღო და ცდილობდა ჩემთვის ჩაერჭო. მე რათქმაუნდა დავშორდი ამ გოგონას... ოღონდ 7 თვის შემდეგ.“ - განაცხადა მსახიობმა ელთან საუბრისას.

ჯეისონ სტეტჰემი კი მიუწვდომელი კაცი აღმოჩნდა, მედიასთან საუბრისას მან მამაკაცი ძვირფას კონიაკს შეადარა, რომლის გემოც ბევრმა არ უნდა იცოდეს.

არისტოკრატიული გარეგნობის, ჩამომავლობისა და ხასიათი მქონე გვინეტ პელტროუმ კი სექსის კომენტირებისას საკუთარი იმიჯისთვის მოულოდნელი ფაქტი გაასაჯაროვა. „მე აბსოლუტურად ყველაფრი მომწონს“ - განაცხადა მან.

ხშირად ჩნდება კითხვა თუ რატომ არის მილიონობით ქალბატონის გულთამპყრობელი უილ სმიტი საკუთარი ცოლის, მსახიობ ჯადა პინკეტ-სმიტის ყურმოჭრილი მონა, უილმა მეუღლეს მარკ ენტონისთან ღალატიც კი აპატია, არადა ეს ფაქტი თავის დროზე ჯენიფერ ლოპესისა და მარკის განქორწინების მიზეზი გახდა. ამ საიდუმლოს ფარდა ახადა თავად ჯადამ როდესაც განაცხადა, რომ უილს ყველა სექსუალურ ფანტაზიას უსრულებს და თავადაც სთავაზობს სხვადასხვა იდეებს. „ინტიმურ ცხოვრებაში მრავალფეროვნება აუცილებელია“ - განაცხადა ჯადამ ელთან საუბრისას.

მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მომღერალმა ბიონსემ გულწრფელად აღიარა: როდესაც მეშინია, არ ვიცი როგორ გავაგრძელო ჩემი ცხოვრების გზა, ერთადერთი რაც მჭირდება დაძაბულობის მოსახსნელად ეს არის სექსი ჩემს ქმართან.

ჟურნალისტებმა სექსის დარგში რეკორსმენად აღიარეს მსახიობი ევა მენდესი, რომელსაც ინტიმური კავშირი ამერიკის 50-ვე შტატში ჰქონია.

სექსუალურ ცხოვრებაში ორიგინალურობით თაყვანისმცემლების გაოცება მოახრეხა ვიკტორია სეკრეტის მოდელმა მირანდა კერიმ, რომელმაც განაცხადა, რომ ჰაერში ორგაზმი განუცდია როგორც პარტნიორის დახმარებით ასევე დამოიკიდებლადაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100